სამუელ უმტიტი გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს

სამუელ უმტიტი გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს

"ატლეტიკოსთან" დაპირისპირებისთვის მზადება გრძელდება, "სიუტატ ესპორტივაზე" მორიგი სავარჯიშო სესია გაიმართა. 

გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს სამუელ უმტიტი, რომელიც, კვლავ, გამოჯანმრთელების პროცესს გადის. ფილიპე კოუტინიო კი, დიდი ალბათობით, თამაშის ნებართვას მიიღებს და ხვალინდელი თამაშის განაცხადშიც ვიხილავთ.

გუნდს დაუბრუნდნენ ლიონელ მესი, მირალემ პიანიჩი და ფრენკი დე იონგი, რომელთაც, გუშინდელი ვარჯიში, ნაკრებში მიღებული დატვირთვის გამო, გამოტოვეს.

გარკვეული დისკომფორტის გამო, ინდივიდუალურად ივარჯიშა ნეტუმ, რაზეც კლუბი დამატებით ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ავრცელებს.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 20 ნოემბერი 2020 21:31
    0
    ამას ხო არ დაადგა საშველი არადა რა მცველი იყო და როგორ გაიფუჭა კარიერა
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    [?]
    #4 20 ნოემბერი 2020 18:37
    2
    ROUCH,
    არ ვითარსები მარა როგორც კი ნებართვას მიიღებს ან ისევ დაიმტვრევა ან კორონა დაუდასტურდება. აღარ მჯერა უკვე ამის მცველობის. იანვრამდე ერთი 8 თამაში მაინც ითამაშოს საშუალო დონეზე რო 20 მილიონად მაინც გაიყიდოს. მოვიყვანოთ იანვარმდე იჯარით ვინმე, რუდიგერი მაგალითად, ზაფხულში კიდე გარსია მოვა და მაგის და არაუხოს დუეტი კარგი იქნება იმედია. არადა უპამეკანოს გამოსასყიდი სულ რაღაც 45 ია სასაცილო თანხა, იმენა ბარსას სტილის მცველია, ბურთის თრევა და პასი რო ეხერხება. ბართომეუს ოჯახი მოვიკითხე და კორონას შემქმნელის 45 მილიონი რო არ გაქვს გუნდს, თორე 10 წლით გადაიჭრებოდა დაცვის ცენტრის პრობლემა.
    ფანი [?]
    #3 20 ნოემბერი 2020 15:48
    3
    “უკვე ორ წელზე მეტია” აკლია ბოლოში
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ნოემბერი 2020 15:45
    3
    იმედია მოიხოდება ერთხელ და სამუდამოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2020 15:40
    3
    მიდი შეჩმა გვიშველე ეს როგორც ნებართვას მიიღებს ეგრევე ძირითადში კუმან თორე გაგინებ ყ ლენგლეს ყოველ მიქარულზე