რივალდო: მესი "ბარსელონაში" ბოლო სეზონს ატარებს

რივალდო: მესი "ბარსელონაში" ბოლო სეზონს ატარებს

"ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ "ბლაუგრანას" გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

2021 წელს მესის სხვა კლუბებისგან უკეთესი შეთავაზებები ექნება. ის გუნდიდან წასვლას გასულ სეზონში უკვე ცდილობდა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებს "ბარსელონას" ხელმძღვანელობა დარჩენაში მის დარწმუნებას.

მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ან ლა ლიგის მოგებამ, ან იმის ხილვამ, რომ კუმანი გუნდს ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს, შეიძლება მესის მიღებული გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს.

სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს ლეოს ბოლო სეზონია "ბარსელონაში".

- აცხადებს რივალდო Betfair-თან საუბრისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #6 20 ნოემბერი 2020 21:37
    0
    ნეტა შენ რა იცი რას იზამ მესი 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 ნოემბერი 2020 20:24
    0
    მეც მგონია, პეპის კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ სიტიში, მესი აუცილებლად წავა, წავა უფასოდ იმიტომ რომ უტვინო ბართომეუმ იმის მაგივრად დალაპარაკებოდა ლეოსაც და სიტისაც და მინიმალური თუნდაც 100 მილიონი მაინც მიეღო. აი ხო უნდა მიმხვდარიყო რო მაინც წავიდოდა იმის შემდეგ როცა ამხელა ავტორიტეტიან ლეოს მიახალა: ან 700 მილიონი ან გუნდში დარჩენა-ო. ხო უნდა მიმხვდარიყო რომ ამ ერთ წელში რაც ლეოს რჩებოდა კონტრაქტით, ვერავინ ვერ შექმნიდა ახალ მებრძოლ გუნდს. მითუმეტეს მესის გარშემო რომელსაც უკვე გადაწყვეტილი ქონდა წასვლა და აი შედეგიც სახეზეა. ვერც გუნდი ვერ გაკეთდა(ჯერჯერობით) და ვერც ლეომ ვეღარ ითამაშა ძველებურად ამ გადატანილი სტრესის გამო. სუარესი რო დაეტოვათ დარწმუნებული ვარ, ლეოს ასისტებიც ოხრად ექნებოდა იმიტომ რო სუა არ ფლანგავს მომენტებს ისე როგორც გრიზმანი, და ლეოც უფრო მეტს გაიტანდა ისევ სუარესის დახმარებით. აი ამ მარტივი სიტუაციის გათვლა რო არ შეუძლია ის კაცი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო. ამას მეც კი ვიმეორებდი რამდენიმეჯერ.
    ფანი [?]
    #4 20 ნოემბერი 2020 20:20
    0
    ბრაზილიელებივით სი*იკო არაა და მხოლოდ ფულს არ დახამდება ;))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ნოემბერი 2020 15:19
    0
    მე ვფიქრობ სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში დარჩება უპრობლემოდ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ნოემბერი 2020 14:21
    1
    ამ კაცის მაგარი ფანი ვიყავი და ძაან ვაფასებდი როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ბოლო რამოდენიმე წელია ვკითხულობ მის კომენტარებსა და შეფასებებს და მაკვირვებს ზოგიერთი მისი ინტერვიუ. ისე საუბრობს თითქოს არანაირი კავშირი წარსულში არ ქონია ბარსასთან და არ ადარდებს კლუბის ბედი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2020 14:08
    0
    ნეტა შენ რა იცი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued