რაკიტიჩი მესის: ვერასდროს მიხვდები, რას ნიშნავდა ჩემთვის შენთან ერთად თამაში

რაკიტიჩი მესის: ვერასდროს მიხვდები, რას ნიშნავდა ჩემთვის შენთან ერთად თამაში

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი, FIFA-სთან ინტერვიუში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

მესი ფეხბურთია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, შენ უბრალოდ უყურებ ამ ბიჭს და სიამოვნებას ღებულობ. ის სულ სხვა დონეზეა. სხვა დიდებულ ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ ერთი საუკეთესო არსებობს და ეს ლეო მესია.

მის მხარდამხარ 310 თამაშის ჩატარება ოცნების ახდენა იყო. ამით ძალიან, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. მინდა მესის ვუთხრა: "მადლობა ყველაფრისთვის, ლეო, რადგან შენ ვერასდროს მიხვდები, თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის შენს გვერდით თამაში."

2014-2020 წლებში ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 310 შეხვედრაში მან თავი 35 გოლითა და 42 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "ბლაუგრანასთან" ერთად მან 13 ტიტული მოიგო. რაც შეეხება მესისთან ერთად თამაშს - ეს ფეხბურთელები მოედანზე ერთად 277-ჯერ იმყოფებოდნენ (სულ 18 475) და ერთმანეთს 27 გოლი გაატანინეს. კარიერის განმავლობაში რაკიტიჩს სხვასთან ერთად არც ამდენი უთამაშია და არც ამდენი გოლი შეუქმნია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ნოემბერი 2020 20:31
    2
    "კარიერის განმავლობაში რაკიტიჩს სხვასთან ერთად არც ამდენი უთამაშია და არც ამდენი გოლი შეუქმნია"

    საერთოდ, არავის არავისთან იმდენისთვის არ მიუღწევია, რასაც მესის გარშემო მყოფებმა მიაღწიეს, და უბედურებაა როცა გამოდის ლეოს ხელში გაზრდილი მუნირი და ერთადერთ ევროთასს მესის გვერდზე მოგებულ ლიგას, ლა ლიგებს და ესპანეთის თასებს ამჯობინებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2020 14:08
    1
    აბა მესის კითხე შენთან თამაში როგორი ტანჯვა იყო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued