ნეიმარის დაბრუნებაზე უარს "ბარსას" პრეზიდენტობის მე-3 კანდიდატიც აცხადებს

ნეიმარის დაბრუნებაზე უარს "ბარსას" პრეზიდენტობის მე-3 კანდიდატიც აცხადებს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის მორიგი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნეიმარის დაბრუნებას არ აპირებს, აგუსტი ბენედიტოა.

ჩვენგან წასვლის დროს ნეიმარმა შეცდომა დაუშვა. არა მგონია მისი დაბრუნება მოხერხდეს.

- განაცხადა ბენედიტომ Radio Marca-სთან საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონას" პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, ამ კანდიდატებს შორის არ შედიან არც ვიქტორ ფონტი და არც ჩავი ვილაჟოანა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სხვა თემებზეც ისაუბრა.

რონალდ კუმანზე

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში კუმანი პოსტს შეინარჩუნებს. მასზე იმედებს ჯერ კიდევ 2015 წელს ვამყარებდი და იმედი მაქვს, რომ ის აქ არაერთი წლით სამუშაოდ მოვიდა.

ლეო მესიზე

ლეოს წასვლა ნამდვილად უნდა და შექმნილი ვითარება ძალიან მადარდებს. ჩვენ ყველას მისი დარჩენა გვინდა.

ჟერარ პიკეზე

მინდა, ის "ბარსელონაში" სამუდამოდ დარჩეს. გამიხარდება, თუ ის კარიერას აქ დაასრულებს და კლუბს ამის შემდეგაც დაეხმარება.

კრუიფის მემკვიდრეობაზე

თამაშის კრუიფისეულ სტილს უნდა დავუბრუნდეთ

ჟოან ლაპორტაზე

ვფიქრობ, ის არჩევნების ფავორიტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 20 ნოემბერი 2020 12:39
    0
    ლაპორტა როგორ არი ფავორიტი როცა საკუთარი კანდიტატირა არ დაუდასტურებია ჯერ. რას ელოდება ისე ჯერ კიდე ვერ გავიგე