"ბარსელონა" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება | ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

"ბარსელონა" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება | ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

ივან რაკიტიჩმა FIFA.com-თან ინტერვიუში "ბარსელონური" კარიერა გაიხსენა და "ბლაუგრანასთან" ერთად მიღწეულ უდიდეს წარმატებებზე ისაუბრა.

"2014 წელს "ბარსაში" გადასვლა არცთუ ისე ცუდი გადაწყვეტილება იყო (იცინის). მსოფლიოს უდიდესი გუნდის წევრობა აღუწერელი ემოციების მომგვრელია. მთელი ჩემი ცხოვრება ამ დიდი ოჯახის წევრად დავრჩები."

"2015 წლის ფინალში გოლის გატანა წარმოუდგენელი მომენტი იყო. ასეთ დროს უბრალოდ სიგიჟემდე გაქვს მოზღვავებული ემოცია. მთელი ცხოვრება იბრძვი და შრომობ ამ დღისთვის, რათა უდიდესი საკლუბო ჯილდო მოიპოვო. ეს არის გრძნობა, რომელიც არასდროს გაქრება."

"ელ კლასიკო მსოფლიოში უდიდესი თამაშია. ამდენ კლასიკოში მონაწილეობა, უმეტესად გამარჯვებული გუნდის მხარეს თამაში და მათ სასარგებლოდ გოლების გატანა ასევე დაუვიწყარია და მუდამ მემახსოვრება."

"მესი სულ სხვა დონეზეა. მის გვერდით 311 მატჩის თამაში ოცნების ახდენას ჰგავს. ამით მე უდიდესი სიამოვნება მივიღე. უბრალოდ მინდა ვთქვა: მადლობა ყველაფრისთვის, ლეო, შენ ვერ მიხვდები, თუ რა მაგარი გრძნობაა შენს მხარდამხარ თამაში."

"ვფიქრობ, რომ "ბარსას" ისტორიაში რაღაც ნაწილი დავიკავე. "ბარსელონა", როგორც კლუბი, ქალაქი და იქ მცხოვრები ხალხი ჩემს გულში ადგილს სამარადისოდ დაიკავებს."

ხორვატ ფეხბურთელს "ბარსელონას" შემადგენლობაში 311 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 35 გოლთან და 42 ასისტთან ერთად 14 საკლუბო ტიტულია.

რაკიტიჩმა "ბარსელონა" მიმდინარე სეზონის წინ, ზაფხულის სატრანასფერო ფანჯარაზე დატოვა. ის კარიერას ყოფილ კლუბში, "სევილიაში", განაგრძობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 ნოემბერი 2020 14:06
    0
    ციტატა: FloweN
    M10 S9 D11,
    დემბელეს დორტმუნდის მერე ნორმალური ფეხბურთი არ უთამაშია და უკან უკან მიდის და კი აფანატებ დდ
    2017 მდე მშვენიერი იყო რაკეტა,მერე ნელნელა უკან წავიდა რაც ასაკის შესაბამისი იყო.

    დემბელეს ტრამვებმა შეუშალა ხელი და ამას ასაკი კი არა ბარსაში სათამაშო დონე რო არ ქონდა მაგიტომ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 20 ნოემბერი 2020 10:33
    4
    ბარსას ნაწილი მუდამ იქნები რაკეტ, დაუვიწყარი გოლების გამო და ისედაც დიდი წვლილი მიგიძღვის ბარსას ტიტულების მოგებაში. barca-1
    --------------------
    NJR ❤
    ფანი [?]
    #5 20 ნოემბერი 2020 06:23
    1
    ნუ რავი ზოგიერთს არ ეკადრება უბრალოდ ასეთი დამოკიდებულება და დაუნახავობა.
    გულშემატკივარი [?]
    #4 20 ნოემბერი 2020 01:15
    1
    M10 S9 D11,
    დემბელეს დორტმუნდის მერე ნორმალური ფეხბურთი არ უთამაშია და უკან უკან მიდის და კი აფანატებ დდ
    2017 მდე მშვენიერი იყო რაკეტა,მერე ნელნელა უკან წავიდა რაც ასაკის შესაბამისი იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2020 23:04
    0
    ციტატა: Konrad de la Fuente
    ციტატა: M10 S9 D11
    ამის როჟას რატო ვხედავ ხო წაეთრა ძლივს მოაშორეთ ეს მძორი აქედან

    შეიძლება იმ დონის იგროკი არ იყო რაც ჩვენ გვინდოდა, ნუ ხავის ვერავინ ვერ შეცვლიდა და სრულიად ბუნებრივია რო რაკიტიჩი ვერ მისცემდა ბარსას იმას რაც ჩავიმ მისცა. ამის მიუხედავად მაინც ბევრი გააკეთა და მინიმუმ მასე მოხსინიებას არ იმსახურებს ჩემი აზრით, მარტო იუვესთან ფინალში იმ გოლის გამო, რეალის კარში გატანილი გოლის გამო და კიდევ ბევრის გახსენება შემიძლია. ძაან არაობიექტური ხარ კონკრეტულ საკითხებში.

    მეზიზღება ეს ფეხბურთელი განა პიროვნება იმენა ფეხბურთელი 2016 წლის მერე ამას ფეხბურთი აღარ უთამაშია 2015 წელს დონე იყო მარა მერე უკან უკან წავიდა და მილიონჯერ მაქვს ახსნილო რატომაც მეზიზღება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 19 ნოემბერი 2020 22:49
    5
    ციტატა: M10 S9 D11
    ამის როჟას რატო ვხედავ ხო წაეთრა ძლივს მოაშორეთ ეს მძორი აქედან

    შეიძლება იმ დონის იგროკი არ იყო რაც ჩვენ გვინდოდა, ნუ ხავის ვერავინ ვერ შეცვლიდა და სრულიად ბუნებრივია რო რაკიტიჩი ვერ მისცემდა ბარსას იმას რაც ჩავიმ მისცა. ამის მიუხედავად მაინც ბევრი გააკეთა და მინიმუმ მასე მოხსინიებას არ იმსახურებს ჩემი აზრით, მარტო იუვესთან ფინალში იმ გოლის გამო, რეალის კარში გატანილი გოლის გამო და კიდევ ბევრის გახსენება შემიძლია. ძაან არაობიექტური ხარ კონკრეტულ საკითხებში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2020 22:16
    1
    ამის როჟას რატო ვხედავ ხო წაეთრა ძლივს მოაშორეთ ეს მძორი აქედან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued