"ბლაუგრანა" ახალი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს

"ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს.
დღეს ინტელექტუალური საფეხბურთო ვიქტორინის, მე-12 მოთამაშეს სატელევიზიო ვერსიის პირველი სეზონი იწყება, გახსნით თამაშში კი მონაწილეობას ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი გუნდი "ბლაუგრანა" მიიღებს.
"ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის გუნდმა ინტელექტუალური საფეხბურთო ვიქტორინის აქამდე ჩატარებული 3 სეზონიდან 2 მოიგო, ხოლო ერთი მე-2 ადგილზე დაასრულა. "ბლაუგრანა" სატელევიზიო სეზონსაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ხვდება.
დღეს, 22:00 საათზე, Setanta Sports Georgia-ზე, "ბლაუგრანა" "მეგობრების" წინააღმდეგ.
დღევანდელ თამაშში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იქნება: მიხეილ ზაქარეიშვილი, ანდრია პროსტოსერდოვი, ილო ბაბუხადია, გიორგი ანთაძე, ტატო ბაციკაძე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]