გვარდიოლა "სიტისთან" ახანგრძლივებს - ამბავი, რომელიც "ბარსელონასაც" ეხება
- 19-11-2020, 16:26
-
Writer
- 3

ბოლო წუთებში არაერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლა და "მანჩესტერ სიტი" ხელშეკრულებას ახანგრძლივებენ, ეს ამბავი კი "ბარსელონასაც" ეხება.
კატალონიელ ლეგენდარულ მწვრთნელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეები ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ და გარიგებაში კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობაც ჩადეს.
ეს ამბავი "ბარსელონას" ორი მხრივ უკავშირდება. ბოლო მოეღება ხმების გავრცელებას იმასთან დაკავშირებით, რომ გვარდიოლა, შესაძლოა, "ბარსელონაში" მწვრთნელად დაბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ პეპი ამას ყოველთვის გამორიცხავს, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ საკითხს პერიოდულად მაინც წამოწევს ხოლმე.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი - ლიონელ მესის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის სურვილში დიდ როლს სერხიო აგუერო და პეპ გვარდიოლა თამაშობენ. ორივე მათგანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მესი კი მათი ხელშეკრულებების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. გვარდიოლას მიერ კონტრაქტის გახანგრძლივება კი ლეოს "ბარსელონადან" წასვლის შანსებს ზრდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]