სანაკრებო მონაგარი - მოგება და 2 მარცხი

სანაკრებო მონაგარი - მოგება და 2 მარცხი

გუშინ 2020 წლის ბოლო სანაკრებო შეხვედრები გაიმართა. ევროპულ საფეხბურთო მინდვრებზე "ბარსელონას" ფეხბურთელების სამმა გუნდმა ითამაშა.

UEFA-ს ერთა ლიგის ბოლო ტურში ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები პოლონეთს ეწვია და 2-1 მოიგო. სტუმართა მხრიდან თავი კვლავ "ბარსას" სამიზნეებმა, მემფის დეპაიმ და ჯორჯინიო ვეინალდუმმა გამოიჩინეს. დე იონგმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა მარტინ ბრეითუეიტმა, რომლის დანიაც ბელგიაში 2-4 დამარცხდა. მას გოლის გატანის 2 კარგი შანსიც ჰქონდა.

წააგო მირალემ პიანიჩის ბოსნიამაც, რომელამც იტალიას საკუთარ კედლებში ვერაფერი მოუხერხა (0-2). "ბარსელონას" ნახევარმცველმა 77 წუთი ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.