ესპანური პრესა: მესის გაღიზიანება გრიზმანის ბიძის სიტყვებს არ გამოუწვევია

ესპანური პრესა: მესის გაღიზიანება გრიზმანის ბიძის სიტყვებს არ გამოუწვევია

ლიონელ მესის მიერ გუშინ გაკეთებული თითქოს სკანდალური განცხადება ანტუან გრიზმანის საკითხს არ ეხებოდა. ამ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ესპანური წყარო ავრცელებს.

RAC1-ის ცნობით, 15 საათიანი ფრენის შემდეგ მესი ბარსელონას აეროპორტში საგადასახადო ოფიცერმა დაახლოებით ერთი საათით შეაჩერა. COPE-ს ინფორმაციით, ის გაღიზიანებული სწორედ ამის გამო იყო.

Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი იტყობინება, რომ მესისა და გრიზმანს კარგი ურთიერთობა აქვთ.

კიდევ ერთი ჟურნალისტის, ელენა კონდისის ცნობით, გრიზმანს იმ ბიძასთან, რომელმაც ლეო მესი გააკრიტიკა, წლებია კონტაქტი არ აქვს და ფრანგი ნათესავის სიტყვებზე პასუხისმგებელი არაა. იმავე წყაროს ინფორმაციით, მესის გაღიზიანების მიზეზი აეროპორტში შეყოვნება იყო.

იგივე აზრზეა Sport-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი. მისი თქმით, მესისა და გრიზმანს ახლა ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. არგენტინელი ფრანგთან ისე ახლოს არაა, როგორც ნეიმართან და სუარესთან იყო, მაგრამ მათ ურთიერთობას დაძაბული მაინც არ ეთქმის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    19 ნოემბერი 2020 15:19
    0
    ასავალ დასავლიაა რა ერთ წუთში ერთს წერენ მეორე წუთას უი ესე კი არ იყო ასეა მერე კიდე ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    19 ნოემბერი 2020 14:23
    3
    ერთი ის ვიცი რო ტვინი გაუბურღეს ამ კაცს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    19 ნოემბერი 2020 14:01
    1
    მე მაღიზიანებს უკვე ამ გრიზმანის დამქაშების გამოხტომები და მესი, რომ გაღიზიანდეს არაა გასაკვირი, თუმცა მიზეზი სხვა ყოფილა.
    Culé [?]
    19 ნოემბერი 2020 11:01
    0
    " ფრანგი ნათესავის სიტყვებზე პასუხისმგებელი არაა."
    და რატომ არაა? მითუმეტეს თუ ურთიერთობა არა აქვს იმ ბიძასთან? გრიზმანი რო კაცი იყოს და არა ცოლის ჭკუაზე მოსიარულე, განცხადებას თვითონ გააკეთებდა და იტყოდა რომ თავისი ვაინათესავის სიტყვებს სრულად ემიჯნება, თუ არადა მესიმ უნდა მოსთხოვოს პასუხი იმ ყველა განცხადებებზე რაც მთელი წელია ისმის გრიზმანის სანათესაოს თუ საძმაკაცოს მხრიდან. ბოლოს და ბოლოს თვითონ ლეოზე არ მოქმედებს ამდენი ჭორები? იმიტომაც ხო არ არის ასე უხასიათოდ და ასე არაპროდუქტიული.
    ახალბედა [?]
    19 ნოემბერი 2020 09:48
    4
    ხოდა ის ოფიცერი მოხსნან და წაასხმევინონ მესის წასვლა ლა ლიგის დონეს დაწევს არც ესპანეთშ აწყობს ეგ ისედაც ლა ლიგა კვდება არანაირი სანახაობრივი ფეხბურთი აღარ გამოდის არანაირი შედეგი მესი უნდა დარჩეს ბარსაში თორე არ ვიცი რა ეგ კაცი მოედანზე რო არაა გოლის გატანის იმედი არაა რა უნდა სიტიში ეგენი ბარსაზე ცუდ დღეში არიან მარა რავი რა უნდა ქნას გუნდმა იმენა კრიზისშია ამ ვირუსმა ყველა გუნდი დააზარალა ხო შეილება ვინმე კაი მაყუთა შეიხმა იყიდოს ბარსა