"ბარსელონა" ერიკ გარსიას იანვარში არ დაიმატებს | Marca

"ბარსელონა" ერიკ გარსიას იანვარში არ დაიმატებს | Marca

"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ცენტრალურ მცველს, ერიკ გარსიას, სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გარსია ისევ "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა, 19 წლის ფეხბურთელის იანვარში მოსვლის შანსები თითქმის უკვე ნულის ტოლია.

საქმე ისაა, რომ "სიტი" ესპანელი მოთამაშის ფასს არ ამცირებს. "ქალაქელები" 10+10 მილიონ ევროს ითხოვენ. "ბლაუგრანა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ელოდებოდა იმ იმედით, რომ ინგლისური კლუბი ფეხბურთელის ფასს დააკლებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "სიტის" არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ გარსია, შესაძლოა, ზაფხულში უფასოდ დაკარგოს.

გარდა ამისა, გადატვირთული გრაფიკისა და გახშირებული ტრავმიანობის ფონზე ერიკ გარსიასთან განშორება "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას არ სურს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" არ სურს დიდი თანხის გადახდა იმ ფეხბურთელში, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ამას ემატება რთული ფინანსური მდგომარეობაც. ივარაუდება, რომ გადაწყვეტილებას კატალონიური კლუბის ახალი პრეზიდენტი და მისი დირექტორთა საბჭო მიიღებენ.

ერიკ გარსიასა და "სიტის" შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ "ქალაქელები" ახალგაზრდა ფეხბურთელს იანვარში არ გაყიდიან ან მასთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ, ისინი ესპანელ მოთამაშეს უფასოდ დაკარგავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ნოემბერი 2020 04:37
    3
    ეტყობა შეიხისთვის 10 და 20 მილიონი ხურდაა.
    Culé [?]
    #1 19 ნოემბერი 2020 01:46
    0
    მოვიცადოთ და უფასოდ დავითრიოთ ჯობია. ეხლა დეპაი მოიყვანონ თორე გაგვიჭირდება ამ შეტევით!
    გარსია და ალაბა რო უფასოდ მოიყვანონ და გაია 20-30 მილიონად ძააან გაასწორებს, მარა კრიზისშია გუნდი :((((