"ბარსას" ანსუს კონტრაქტის გახანგრძლივება 2026 წლამდე სურს

"ბარსას" ანსუს კონტრაქტის გახანგრძლივება 2026 წლამდე სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" დირექტორებს სურთ, რომ ანსუ ფატის კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივონ.

18 წლის ტალანტის ხელშეკრულება 2022 წელს იწურება, თუმცა კლუბს მისი გახანგრძლივება, სურვილის მიხედვით, კიდევ 2 წლით შეუძლია.

როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობაა, რადგან წარმოშობით გვინეა-ბისაუელის მამა და, აგენტი, ჟორჟე მენდეში ფიქრობენ, რომ კონტრაქტი 2022 წელს დასრულდება და ავტომატურ გახანგრძლივებას არ უნდა ველოდოთ.

წყარო დასძენს, რომ "ბლაუგრანას" სურს, ანსუს ხელფასი მოუმატოს, ვინაიდან, კლუბში ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ახალი ბორდის უმთავრესი მიზანი პირველ რიგში, ლეო მესის კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება, შემდეგ კი, მუშაობა სწორედ ანსუმანეს თემაზე დაიწყება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.