ოფიციალურად: "ბაიერნი" "ბარსელონას" რეკორდს ვერ გაიმეორებს

ოფიციალურად: "ბაიერნი" "ბარსელონას" რეკორდს ვერ გაიმეორებს

მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" მიერ 2009 წელს დაფიქსირებული შედეგის გამეორებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მიუნხენურ გუნდს ამის შანსი არ მიეცემა.

2009 წელს, პეპ გვარდიოლას "ბარსელონამ" სეზონი სამივე ტიტულის მოგებით დაასრულა, რასაც იმავე წელს ესპანეთისა და ევროპის სუპერ თასები, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაამატა. მას შემდეგ იგივე შედეგის გამეორების შანსი 3 გუნდს ჰქონდა: 2010 წელს "ინტერს", 2013 წელს "ბაიერნს" და 2015 წელს ისევ "ბარსელონას". "ინტერი" ევროპის სუპერ თასზე დამარცხდა, ხოლო "ბარსელონასა" და "ბაიერნს" ესპანეთისა და გერმანიის სუპერ თასზე აჯობეს.

წელს "ბაიერნმა" სეზონი გერმანიის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა. ამას მიუნხენელებმა გერმანიისა და ევროპის სუპერ თასებზე მოგებებიც დაამატეს და 2009 წლის "ბარსელონას" შემდეგ პირველი გუნდი გახდნენ, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე უდანაკარგოდ მისვლა მოახერხეს. "რეკორდმაისტერი" ყატარში გასამართი ტურნირის გამოკვეთელი ფავორიტიცაა და მისი მოგებით "ბაიერნი" "ბარსას" რეკორდს გაიმეორებდა, თუმცა...

რამდენიმე წუთის წინ FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2021 წლის თებერვალში ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნი" მის 2020 წელს მოგებას ვერ მოასწრებს და კალენდარული წლის განმავლობაში "ბარსელონას" მიერ ნაჩვენებ შედეგს (6 ტიტული) ვერ გაიმეორებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #6 18 ნოემბერი 2020 02:56
    0
    ციტატა: me da barca
    ვალვერდეს დედაც, მან წაგვართვა ის თასი.

    ეგ თასიც მაგან წაგვართვა და 2019 ში ის თასიც შიზოფრენიკს რო დაუტოვა იქ, ენფილდზე. თორე მაგ წელსაც სულ თავისუფლად დაიდებოდა 6 ვე ტიტული ლივერში დაცემა რო არა. ისე კი ბაიერნი თუ იმიტო ვერ მოიგებს ერთ კალენდარულ წელში რო თებერვალში გადაიტანეს, სისულელეა ეგ. მთავარია ხო მოიგებს და შეასრულებს 6 ეულს. არაფერ შეღავათს არ გვაძლევს ეგ. თან რო მახსენდება როგორ მოიგეს და რა ანგარიშით რავი, ეს ბარსა სულ ამოსაშლელია ისტორიიდან
    Culé [?]
    #5 18 ნოემბერი 2020 00:13
    0
    ძალიანაც კარგი..
    და ბაიერნს ვუსურვებ რომ ვეღარასოდეს ვერაფერი, ვერცერთი ტიტული ვეღარ მოეგოს..
    angry
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ნოემბერი 2020 23:07
    0
    რამხელა შეღავათია ბიჯოს laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ნოემბერი 2020 21:18
    0
    უუჰ რა გამისწორდააა ერთადერთი გუნდია ბარსა რომელსაც ექვსივე ტიტული აქვს მოგებული ერთ კალენდარულ წელში და ეგრეც უნდა დარჩეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ნოემბერი 2020 21:12
    1
    ძან კაი ბარსა ერთადერთი უნდა იყოს და ისევ თითონ უნდა გაიმეოროს იგივე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ნოემბერი 2020 20:43
    0
    ვალვერდეს დედაც, მან წაგვართვა ის თასი.