ფილიპე კოუტინიო "ატლეტიკოსთან" ითამაშებს | Sport

ფილიპე კოუტინიო "ატლეტიკოსთან" ითამაშებს | Sport

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალთან" გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონას" რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

ახლა კი, Diario Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი 21 ნოემბერს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩასატარებელ დაპირისპირებაში ხელმისაწვდომი იქნება, ვინაიდან, მან დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწულისფერები" პატარა ჯგუფებად ვარჯიშობენ, რადგან მოთამაშეთა უმეტესობა ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს.

კოუტინიომ ამ სეზონში "ბარსას" მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 6 მატჩში თავი 2 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 17 ნოემბერი 2020 22:37
    1
    Kous goli gvinda
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ნოემბერი 2020 21:15
    1
    კარგია კარგიააა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued