ანდრე ონანა: ვიქტორ ვალდესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო
- 17-11-2020, 11:18
-
josephk
- 5

ამსტერდამის "აიაქსის" 24 წლის მეკარე, ანდრე ონანა, რომელიც "ლა მასიას" აღზრდილია, ამბობს, რომ "ბარსას" ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი, და "ბაიერნის" კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი, მისი საფეხბურთო კუმირები არიან.
ვიქტორ ვალდესს შესანიშნავი ხელები ჰქონდა. მასთან ერთად ხშირად ვვარჯიშობდი, რაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. იგი იმ დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო.
ნოიერის სეივებზე, შეიძლება, იფიქრო, "ამას როგორ აკეთებს?". ჩემთვის, იგი უდიდესი ფეხბურთელია - მსოფლიოს ნომერ პირველი.
- ონანას სიტყვებს Sport ციტირებს.
ონანას "ბარსას" საფეხბურთო აკადემიაში 2010-2015 წლები აქვს გატარებული, 19 წლისამ კი "აიაქსს" მიაშურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]