სუარესი "ბარსელონასგან" 4 წლიან კონტრაქტს ითხოვდა
- 17-11-2020, 10:22
-
Writer
- 3

"ბარსელონაში" ყოფნის ბოლო პერიოდში ლუის სუარესი კლუბისგან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ითხოვდა. ამ ინფორმაციას Onze-ს ჟურნალისტი ხავი კამპოსი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ურუგვაელ ვარსკვლავს სურდა, რომ "ბარსელონას" მასთან 4 წლიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა. ასეთ შემთხვევაში, სუარესი "ბლაუგრანაში" 37 წლის ასაკამდე დარჩებოდა.
კლუბის ხელმძღვანელობა, ფეხბურთელის ასაკისა და შედეგების გათვალისწინებით, ასეთი პირობების შეთავაზებას არარეალურად მიიჩნევდა. საბოლოოდ ლუისი "ატლეტიკოში" აღმოჩნდა, ყოფილ გუნდთან პირველ დაპირისპირებას კი ის კორონავირუსის გამო გამოტოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]