ლეგენდები ხავიერ მასკერანოს ემშვიდობებიან

ლეგენდები ხავიერ მასკერანოს ემშვიდობებიან

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" არგენტინელმა ლეგენდამ, ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაყვიტა. ამ ამბავს, ბუნებრივია, არაერთი საფეხბურთო მოღვაწე გამოეხმაურა. მათ შორის არიან "ბარსელონას" ლეგენდებიც.

ჩავი

შენთან ერთად თამაში სიამოვნება და პატივი იყო, ხავიერ. დიდი პროფესიონალი, იშვიათად თავმდაბალი ადამიანი და უნიკალური ლიდერი. გილოცავ დიდ და ბრწყინვალე კარიერას. ახალ ეტაპზე წარმატებებს გისურვებ, მეგობარო!

ნეიმარი

მასკე, გილოცავ ყველაფერს, რასაც ფეხბურთში მიაღწიე. ფენომენალური ხარ როგორც ფეხბურთელი და როგორ პიროვნება. დიდებული მომენტების შენთან ერთად გაზიარება დიდი სიამოვნება იყო. თავდს მოუფრთხილდი. წარმატებებს გისურვებ იმაში, რაც წინ გელოდება. მადლობა!

ლუის სუარესი

გასული დეკადის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნახევარმცველმა კარიერა დაასრულა. შენთან ერთად თამაში პრივილეგია იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი პროფესიონალი ხარ, არამედ იმიტომაც, რომ დიდებული ადამიანი ხარ. გახსოვდეს ის ბრწყინვალე მომენტები, რომლებიც ფეხბურთში განიცადე. იცი, რომ ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ დღის გამო, როდესაც "ბარსელონაში" დამხვდი და მიმასპინძლე. იყავი ამაყი იმით, რომ ფეხბურთში შენი დიდი კვალი დატოვე. გეხვევი!

ანდრეს ინიესტა

ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მეგობარო. შენთან ერთად გასახდელის გაზიარება და საუბარი სიამოვნება იყო, რადგან ფენომენალური ხარ.

ჟერარ პიკე

შენთან ერთად გასახდელი ოთახის გაზიარება და ტიტულების მოგება სასიამოვნო იყო. ახალ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 17 ნოემბერი 2020 20:27
    0
    სუამ ნახ.მცველიო😂😂
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #9 17 ნოემბერი 2020 12:55
    1
    ამის თავდაფება მისცა ზოგიერთებს.
    Culé [?]
    #8 17 ნოემბერი 2020 03:22
    1
    უმტიტიზე დაწერეთ რამე ადმინ რო დაბრუნდა barca-4
    ფანი [?]
    #7 17 ნოემბერი 2020 01:23
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    სუას კორონა აქვს

    ოღონდ ეს არაააა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 ნოემბერი 2020 00:59
    2
    სუას კორონა აქვს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #5 17 ნოემბერი 2020 00:57
    2
    დააბრუნეთ ძველი დიზაინი რაა, უკეთესი იყო ყველანაირად ის 😤
    წევრი [?]
    #4 17 ნოემბერი 2020 00:24
    4
    მასკე მასკეეე.ამას რო ოდნავ სიმაღლე ქონოდა მცველი ვერ აჯობებდა მიუხედავად იმისა რომ ნახ მცველი იყო ჩვენთან მოსვლამხე.ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და არაფერს უშინდებოდა.ულაპარაკოთ ლეგენდა კაცია მასკე.წარმატებები პატარა კაცო რა დამავიწყებს გოლის დროს შენ ცრემლებს.
    წევრი [?]
    #3 16 ნოემბერი 2020 23:55
    3
    მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები
    წევრი [?]
    #2 16 ნოემბერი 2020 23:44
    4
    ეს ადამიანი ძალიან მიყვარს heart_eyes
    Culé [?]
    #1 16 ნოემბერი 2020 23:09
    4
    ბარსელონაში ყოფნისას ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ბოლოსდა ბოლოს გოლი გაიტანა და თავაწეულმა დატოვა გუნდი ასე რო ცუდი არაფერი მეტქმის ამ ხოტორა კაცზე ...