მარტინ ბრეითუეიტი: ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ

მარტინ ბრეითუეიტი: ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ

"ბარსელონას" დანიელი შემტევი, მარტინ ბრეითუეიტი, გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. იგი ამბობს, რომ კატალონიაში ყოფნით ბედნიერია.

"ახალ ამბებს არ ვუსმენ. ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და მას ყველაზე უკეთ მე ვიცნობ. რა თქმა უნდა, ჭორები ჩემამდე აღწევენ, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევ. 

"ბარსა" დიდი კლუბია და უამრავი რამ იწერება, რადგან გაზეთებმა იციან, რომ ყურადღების მიქცევა "ბარსას" გამოყენებით შეუძლიათ. კლუბში ბევრი რამ ხდება, თუმცა მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რისი კონტროლიც შემიძლია.

აქ ყოფნაზე ყოველთვის ვოცნებობდი. მიხარია, რადგან ცხოვრების ფანტასტიკური პერიოდი მიდგას. ყველაფერი კარგად მიდის, ვფიქრობ, როგორც ფეხბურთელს, შემიძლია კიდევ განვვითარდე"

დანიელს მცირე სათამაშო დროის შესახებაც ჰკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა, იგი გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში თუ კლუბში მეტ დროს ვერ მოიპოვებს, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის გინდა, უფრო მეტი ითამაშო, მეტი ისწავლო, თუმცა ამით უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ"

ამბობს იგი Bold.dk-სთან ინტერვიუში.

"ბლაუგრანაში" გადმოსვლის დღიდან, ბრეითუეიტი მოედანზე 16 შეხვედრაში ვიხილეთ, ჯამში, 440 წუთი. მისი მონაგარი ერთადერთ გოლს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ნოემბერი 2020 15:46
    2
    ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ბარსაში ამოყოფდა თავს და აწი ამას ვერ გაიტან, ვადის ამოწურვამდე.