MD: კოუტინიოს კონტრაქტის გახანგრძლივება ადვოკატებმა გადააფიქრებინეს
- 16-11-2020, 11:24
-
josephk
- 1

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ფილიპე კოუტინიომ, ჟოზეპ მარია ბართომეუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ადვოკატების რჩევით შეაჩერა, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ კოუტინიო მზად იყო, ხელფასი დროებით შეემცირებინა და ახალი ხელშეკრულება დაედო, ისევე, როგორც ეს პიკემ, დე იონგმა, ტერ შტეგენმა და ლანგლემ გააკეთეს. თუმცა ამის წინააღმდეგ მისი ადვოკატები წავიდნენ.
იურისტების აზრით, უმჯობესი იქნებოდა თუ ისინი ახალი პრეზიდენტის არჩევას დაელოდებოდნენ, რადგან მას, შესაძლოა, ბართომეუს მიერ დადებული გარიგებები არ ეცნო, რაც საკითხს კიდევ უფრო პრობლემატურს გახდიდა.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი და მისი კანონიერი წარმომადგენლები ხელფასისა და, ზოგადად, ხელშეკრულების გადახედვის შესახებ მოლაპარაკებისთვის მზად არიან. პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 24 იანვარს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]