ანტონიო კასანო: სუარესის გაშვება გიჟური იდეა იყო

ანტონიო კასანო: სუარესის გაშვება გიჟური იდეა იყო

"ბარსელონამ" ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოში" გასულ ზაფხულში გაუშვა, თუმცა, ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ჯერ კიდევ გაკვირვებულია იმით, რომ კატალონიურმა კლუბმა ურუგვაელი თავდამსხმელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

კასანომ BoboTV-სთან განაცხადა, რომ პრობლემა ასაკი არ უნდა ყოფილიყო:

სუარესის ასაკი? ჩემი აზრით, მისი "ბარსელონადან" წასვლა გიჟური იდეა იყო. მან 6 წელიწადში 350 გოლი გაიტანა და არ მესმის, რატომ გაუშვა "ბლაუგრანამ" ლუისი.

კატალონიელები ადგნენ და ცენტრფორვარდად ანტუან გრიზმანს იყენებენ.

სუარესი "ბარსელონას" ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია. 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე "ბლაუგრანას" მაისურით 198 გოლია.

ანტონიო კასანომ არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის წარუმატებლობის მიზეზიც განმარტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.