ლუის სუარესი: "ბარსელონას" აღარ ვჭირდებოდი

ლუის სუარესი: "ბარსელონას" აღარ ვჭირდებოდი

"ბარსელონას" ყოფილმა და მადრიდის "ატლეტიკოს" ახლანდელმა შემტევმა ლუის სუარესმა Marca-სთან ინტერვიუში კატალონიურ კლუბიდან წასვლის პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

"ბარსას" ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირმა, მისი სურვილის მიუხედავად, "ბლაუგრანა" გასულ ზაფხულში დატოვა და "როხიბლანკოს" მიაშურა.

ვგრძნობ თუ არა მონატრებას? არა. "ბარსელონას" ტაქტიკური გეგმა ჰქონდა ან რაც გნებავთ, ის უწოდეთ. ეს უნდა მიმეღო, რადგან მათ არ ვჭირდებოდი. დასკვნების გაკეთება ყველას შეუძლია. "ატლეტიკოში" ბედნიერი ვარ, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რომ "ბარსაში" ჩემს მეგობრებს პრობლემები აქვთ. თუმცა, ეს დროებითია. სიტუაცია მალე გამოსწორდება.

მე და მესი ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამჟამინდელ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ. ჩვენს შვილებს დაბადების დღე ახლახანს ჰქონდათ. ვსაუბრობთ ცხოვრებაზე, ვირუსსა და სხვა ყველაფერზე, მაგრამ ძალიან ცოტას - ფეხბურთზე. უფრო მეტად გვაინტერესებს, თუ როგორ არიან ჩვენი ოჯახები, ვიდრე ის, თუ რა ხდება ფეხბურთში.

ვგრძნობდი თუ არა უპატივცემულობას? არა. უკვე ვთქვი, რომ დამწუხრებული და გულნატკენი ვიყავი იმის გამო, თუ როგორ დავტოვე "ბარსა". ახლა სიამაყეს ვგრძნობ. როდესაც არ მინდოდა, ვიპოვე ადგილი, სადაც უნდა ვიყო. ბედნიერება ვიპოვე და ამ ეტაპით სიამოვნებას ვიღებ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 16 ნოემბერი 2020 11:53
    2
    ჯეკას გაშვება როგორ შეიძლებოდა,ერთ - ორ სეზონს კიდე მაღალ დონეზე ჩაატარებს, გრიზმანის იმედზე დავრჩით,ან დეპაის როდის მერე გახდა 9 ნომერი?
    Culé [?]
    #1 16 ნოემბერი 2020 02:26
    6
    აქეთ საქართველო გვაწყვეტს ნერვებს იქით ბარსა... მძიმე დრო გვიდგას ქართველ კულეებს smile