ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, "ატლეტიკოსთან" ითამაშოს | MD

ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, "ატლეტიკოსთან" ითამაშოს | MD

"ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მოახლოებულ მატჩში მოედანზე ვიხილოთ.

კოუტინიომ 24 ოქტომბერს გამართულ "ელ კლასიკოში" ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრაზილიელს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია. ფილიპემ, რომლის მიზანიც "როხიბლანკოსთან" თამაშისთვის სრულად გამოჯანრთელებაა, ინდივიდუალური ვარჯიშები რამდენიმე დღის წინ განაახლა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი ბოლო დღეებში თავდაუზოგავად მუშაობს იმისათვის, რომ გუნდს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. რონალდ კუმანი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, არის თუ არა ბრაზილიელი მზად გუნდთან დასაბრუნებლად და შეძლებს თუ არა იგი "ატლეტიკოსთან" თამაშს.

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება 21 ნოემბერს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 16 ნოემბერი 2020 00:20
    0
    Kous dabruneba magaria.golic unda sheugdos mag idiotebs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ნოემბერი 2020 23:25
    1
    უეჭველი ხოდზე უნდა იყოს ატლესთან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #2 15 ნოემბერი 2020 22:36
    2
    უეჭ უნდა ითამაშოს კოუმ მარა შეილება მეორე ტაიმში შემოუშვას რო ახალ მოშუშებულზე ეგრევე სასტარტო არათამაშოს
    გრიზი
    დემბო-კოუ-მესი
    buka971
    სტუმარი [?]
    #1 15 ნოემბერი 2020 21:56
    2
    21 ნოემბრამდე უეჭ დაბრუნდება კარგია კოუს დაბრუნება 😍