ნოემბრის თვის ვიქტორინის მე-3 ტურის კითხვები
- 15-11-2020, 18:57
-
barcaman
- 0

Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ ნოემბრის თვის ვიქტორინის მე-3 ტურის კითხვებსა და მე-2 ტურის პასუხებს.
მე-3 ტურის კითხვები
- რამდენი "ოქროს ბუცი" აქვს მოგებული ლიონელ მესის? – 3 ქულა
- რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" ქალთა გუნდს მოგებული ჩემპიონთა ლიგა? – 6 ქულა
- ვინ იყო "ბარსელონას" პირველი არაევროპელი მწვრთნელი? - 9 ქულა
- რამდენჯერ იყო ჰანს გამპერი "ბარსელონას" პრეზიდენტი? – 12 ქულა
- რომელ წელს დაერქვა "ბარსელონას" სტადიონს "კამპ ნოუ" ოფიციალურად? – 15 ქულა
- რომელ წელს მოიგო ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთი" პირველად? - 2009
- რამდენი საგოლე გადაცემა აქვს ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" შესრულებული? – 13
- რა ანგარიშით დასრულდა "ბარსელონასა" და "რეალის" პირველი დაპირისპირება? – 1-3
- ვინ იყო "ბარსელონას" პირველი ესპანელი მწვრთნელი? - რომა ფორნსი
- 5 ნომრის გარდა, ეს არის ერთადერთი ნომერი, რომლითაც "ბარსას" პირველ გუნდში კარლეს პუიოლსაც უთამაშია და სერჟიო ბუსკეტსსაც - 28
შეგახსენებთ, რომ ვიქტორინაში დასმულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მოძიება ჩვენს საიტზე შეგიძლიათ.
ვიქტორინის წესები
- თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
- გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
- მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
- პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს "ვიქტორინის პასუხები", ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
- მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
- გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
- ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
- იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
- კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
- გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
- გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]