სერხიო ბუსკეტსს გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება

სერხიო ბუსკეტსს გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება

"ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტსს, მარცხენა ფეხის მუხლზე მყესის მსუბუქი დაჭიმულობა აღენიშნება. ამ ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მიუხედავად ტრავმისა, იგი ეროვნულ ნაკრებთან ერთად რჩება. დღეს, ლუის ენრიკეს გუნდი სევილიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე დღეში, გერმანიის ნაკრებთან შეხვედრა ელის. სერხიოს მუხლზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ხვალ, სევილიაში ჩაუტარდება.

Cadena SER-ის ცნობით, ამჟამად, მისთვის ერთა ლიგის დასკვნით ტურში თამაში გამორიცხულია, თუმცა 21 ნოემბერს, "ატლეტიკოსთან" მატჩამდე, შესაძლოა, ბუსკეტსმა გამოჯანმრთელება მოასწროს. ყველაფერი ხვალინდელი გამოკვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

მან დაზიანება შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან მატჩში მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 15 ნოემბერი 2020 17:14
    1
    ბუსის მალე გამოჯამრთელება!
    P.S მაგარია ჯამაათნო განახლებული საიტი! მიდგომა, სიახლე, შრომა... სააღოლ თქვენ!