ბარსელონას პოლიციამ უსმან დემბელეს ბიძა დააკავა
- 14-11-2020, 20:44
-
Writer
- 2

უსმან დემბელეს "ბარსელონაში" წარუმატებლობის მიზეზად არაერთხელ დასახელდა მისი გარემოცვა, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელზე უარყოფით გავლენას ახდენს. არაერთი ადამიანის აზრით, სწორედ ნათესავებისა და მეგობრების გავლენის გამო ცხოვრობდა უსმანი ცხოვრების არაჯანსაღი წესით და დისციპლინასაც ხშირად არღვევდა.
დემბელეს არცთუ სასიამოვნო გარემოცვის მორიგ დამადასტურებელ ფაქტს El Pais ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის ბიძა მალიკ დემბელე საინტერესო ბრალდებით დააკავეს.
ბარსელონას ქუჩებში მოძრაობის დროს, მალიკ დემბელეს ელექტრომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მას შემდეგ, რაც მისმა ავტომობილმა ნაპერწკლები გამოყარა, მძღოლებმა მალიკს გაჩერებისკენ მოუწოდეს. ადგილზე მისულ პოლიციას კი დემბელემ მიაწოდა საბუთები, რომელშიც სხვისი სურათი აღმოჩნდა. ის სწორედ საბუთების გაყალბებისთვის დააპატიმრეს.
Sport-ის ცნობით, მალიკ დემბელე აქამდე არაერთხელაა დაჯარიმებული, ძირთადად სიჩქარის გადაჭარბების გამო. სავარუადოდ, სწორედ ამიტომ დასჭირდა მას საბუთების გაყალბება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]