"ბარსელონა" Disney-სთან თანამშრომლობით წლიურ 100 მილიონ ევროს მიიღებს

"ბარსელონა" Disney-სთან თანამშრომლობით წლიურ 100 მილიონ ევროს მიიღებს

რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" დამატებითი ფინანსების მოპოვების გზების ძიებას განაგრძობს. 

Mundo Deportivo-სა და Cadena Ser-ის ცნობით, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომამდე კლუბმა გადაწყვიტა, ცნობილ ამერიკულ კომპანიებთან, მათ შორის Disney-სთან ეთანამშრომლა. 

წინა ხელმძღვანელობის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს, საქმის ბოლომდე მიყვანა კი იანვარში დანიშნულ ახალ ბორდს შეეძლება. 

იმ შემთხვევაში, თუ პროექტზე შეთანხმება მიიღწევა, "ბარსა" ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ნოემბერი 2020 18:26
    1
    იმედია თანამშრომლობა შედგება და ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოასწორებენ თორე რაკუტენის და ბეკოს იმედზე ცჰემი მტერი იყოს მაგათი გადმოგდებული 9 მილიონი უკან შეიტენონ...