Sport: ნეიმარი 100 მილიონად

Sport: ნეიმარი 100 მილიონად

კატალონიური Sport-ის ახალ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ თუ "ბარსელონა" ნეიმარისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს, ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა 100 მილიონ ევროდ შეეძლება.

"პარი სენ-ჟერმენი" 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, რომელიც ფრანგულ კლუბში სარეკორდო ფასად გადავიდა, წინა სატრანსფერო ფანჯარაზე 100 მილიონზე ბევრად მეტს ითხოვდა. Sport-ის ცნობით, ამჯერად პსჟ-ს დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან ნეიმარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს და აზრის შეცვლას არ აპირებს. 

ყველაფერი "ბარსელონას" ახალ ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, რომელიც იანვარში დაინიშნება. ნეიმარის დაბრუნებისთვის აუცილებელია, კლუბმა სულ მცირე ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაყიდოს. 

აღსანიშნავია, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნების სურვილის მიუხედავად, ნეიმარი კლუბის წინააღმდეგ მორიგ სამართლებრივ დავას იწყებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 16 ნოემბერი 2020 01:46
    0
    გრიზმანში გაგვიცვალონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 14 ნოემბერი 2020 20:14
    1
    გამორიცხულია ასეთი კრიზისის დროს 100 კი არა 10 მილიონის ტრაკიც არ აქვთ რო გადაიხადონ გუნდი გაკოტრების პირას არის და პლიუს ანსუ ფატის და მესის გარდა არცერთი სხვა ფეხბურთელი არ ღირს 100 მილიონი რომ ვთქვათ გაყიდონ და ამით კარგათ იხეირონ მითუმეტეს არცერთი გუნდი არ გადაიხდის ბარსას კონკრეტულათ რომელიმე ვარსკვლავში ამხელა თანხას, ფატი და მესი არ ითვლება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 ნოემბერი 2020 18:32
    1
    მერე გუნდის წინააღმდეგ კი არა, ბართოს წინააღმდეგ იწყებს დავას. და ესეც ამათ დაიწყეს, 10 მილიონი ხურდაში "გადაგაყოლეთო" როგორია.

    ციტატა: nika 54
    მერე გუნდის წინააღმდეგ კი არა, ბართოს წინააღმდეგ იწყებს დავას. და ესეც ამათ დაიწყეს, 10 მილიონი ხურდაში "გადაგაყოლეთო" როგორია.

    ისე მათლაც გრიზმანში არ გაგვიცვლიან?
    ფანი [?]
    #8 14 ნოემბერი 2020 15:31
    9
    გრიზმანს გაასხმევინონ და ეს მოიყვანონ, 1 წლით პატარაა და რამდენი თავით მაღლა დგას ნემო მთელ ახლანდელ ბარსას ფეხბურთელებზე კი იცით ალბათ
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #7 14 ნოემბერი 2020 15:24
    1
    გრზმანი,დემბელე,უმტიტი +40მლნ და მაიტათ

    ესენი ეხა ფატიზე დაგვიწყებენ ჩალიჩს გავცვალოთო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 ნოემბერი 2020 13:59
    3
    რა 100მილიონი დეპაიში 12 ვერ გადაიხადეს.500მილიონი ვალი აქვს კლუბს და ხელფასს ვერ უხდის ფეხბურთელებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 14 ნოემბერი 2020 13:59
    4
    გრიზმანი და უმტიტი ან გრიზმანი და 40 მლნ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გულშემატკივარი [?]
    #4 14 ნოემბერი 2020 12:58
    3
    მისცენ გრიზმანი უმტიტი და ეგარიი )) მიუყოლონ რობერტოც :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ნოემბერი 2020 12:32
    8
    ტრუსიკის საყიდელი ფული არ აქვს გუნდს რაის 100 მილიონი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 14 ნოემბერი 2020 11:33
    6
    ახალი ოპერა, რა ნეიმარი, ასი მილიონი ,ხალხს ხელფასებს ვერ უხდიან
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 14 ნოემბერი 2020 11:26
    6
    გრიზმანი და 40 მილიონი მიცენ