ერიკ გარსია: ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ვარ

ერიკ გარსია: ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ  "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ვარ

"ბარსელონას" ერთ-ერთმა მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, ერიკ გარსიამ, რომლის შეძენასაც კლუბი უფასოდ აპირებს, CityXtra-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ესპანელი ცენტრალური მცველი მის მიმართ კატალონიელთა ინტერესზე, გარსიამ უპასუხა:

"ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ვარ. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მათ ჩემზე გარკვეული ავანსები გასცეს. ასევე მადლიერი ვარ პეპის, ის მე მენდო და თავდაჯერება შემმატა, სხვას ვერაფერს დავამატებ.

მიმდინარე სეზონში ერიკი არცთუ ისე ხშირად გვევლინება "სიტის" მატჩებისას მოედანზე, მაგრამ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სრულად ნათამაშები 3 შეხვედრა, 19 წლის ფეხბურთელისთვის მაინც რესპექტაბელური დროა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Ani benzo
    სტუმარი [?]
    #2 14 ნოემბერი 2020 00:34
    1
    Ras erchit icis sadac tamashobs 😂 chkviania
    ფანი [?]
    #1 13 ნოემბერი 2020 23:37
    2
    რუბენ დიაში იყიდეს და ამას მოგვყიდიან იასნია, რა ნახეს უბრალოდ განსაკუთრებული ამ იგროკში? გამოცდილი მცველი იყიდონ ვინმე.