Sport: "ინტერი" ლაუტაროს შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს
- 13-11-2020, 22:41
-
kraken
- 7

Sport-ის ინფორმაციით, "ნერაძური" ლაუტარო მარტინესის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს. მილანელები არგენტინელისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ, სადაც გამოსასყიდი თანხის პუნქტი მითითებული აღარ იქნება.
თავდამსხმელისათვის ასეთი შეთავაზება მისაღები არაა. მას უფრო დიდი მიზნები აქვს და დიდი ალბათობით, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა "ბარსელონაში" სურს.
"ინტერის" 9-იანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ "ბარსას" მთავარ სამიზნედ ითვლებოდა, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გაუარესებამ კლუბს ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენის შესაძლებლობა შეუზღუდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]