მესის სატრანსფერო გაუგებრობამ "ბარსელონა" 25 მილიონით აზარალა

მესის სატრანსფერო გაუგებრობამ "ბარსელონა" 25 მილიონით აზარალა

ჟოზეპ მარია ბართომეუს მმართველობის პერიოდში კლუბის სპორტული მარკეტინგის ექსპერტი, კინტო ახრამი, EFE-სთან ინტერვიუში 25-მილიონიან ზარალზე საუბრობს, რომელიც ზაფხულში ლეო მესის ტრანსფერის გარშემო არსებულმა გაუგებრობამ გამოიწვია:

"ეს ყველაფერი მესის ბუნდოვანმა მომავალმა განაპირობა. ახლაც კი მეეჭვება, ღირს თუ არა ეს კონტრაქტი 30 მილიონი ევრო."

"Rakuten-მა "ბარსასთან" პირველ შეთანხმებას მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს დროს მიაღწია. იმ დროს დადებული ხელშეკრულება გასაოცარიც კი იყო."

"ახლა "ბარსა" კონტრაქტს იმის ფონზე ახანგრძლივებს, რომ გუნდში არც სუარესი და არც ნეიმარი არიან, მესიმ კი დიდი შანსია კლუბი დატოვოს."

"როდესაც შენ "ბარსელონასთან", როგორც ბრენდთან ასოცირებულ პროდუქტს მესის სახელთან ასე მჭიდროდ აკავშირებ, ახალი კონტრაქტის გაფორმება კომპანიებისთვის სარისკოა. მათ უბრალოდ არ იციან, თუ რა ელოდებათ ლეოს გარეშე."

შეგახსენებთ, რომ Rakuten-თან გაფორმებული ხელშეკრულება თავდაპირველად 55-მილიონიან სარგებელს ითვალისწინებდა, ახლა კი ეს რიცხვი 30 მილიონამდე შემცირდა.

ამჟამად კატალონიურ კლუბს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს. "ბლაუგრანას" სახელზე სესხის სახით 488 მილიონი ევრო ფიქსირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.