რას ამბობდა იოჰან კრუიფი MSN-ზე 2014 წელს
- 12-11-2020, 16:26
-
Tsitsi
- 8

ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან კრუიფის სიტყვებს იხსენებს, რომელიც MSN-ს ეხებოდა:
"ვერ წარმომიდგენია, მესის, ნესიმარისა და სუარესის მოედანზე ერთად ყოფნის პირობებში, "ბარსამ" როგორ უნდა ითამაშოს. ხსენებული მოთამაშეები უაღრესად ინდივიდუალურნი არიან.
სუარესის ყიდვით, კატალონიურ კლუბი აჩვენებს, რომ აქცენტს უფრო ინდივიდუალიზმზე აკეთებს, ვიდრე გუნდურობაზე".
ზემოხსენებული განცხადება "მფრინავმა ჰოლანდიელმა" 2014 წელს, "ბლაუგრანას" მიერ ლუის სუარესის შეძენის შემდეგ გააკეთა, თუმცა, როგორც დრომ გვაჩვენა, ამ საკითზე თვით დიდი იოჰანიც კი ცდებოდა.
შეხსენება არავის სჭირდება, თუ როგორი შემტევი ტრიო ჩამოყალიბდა სამხრეთ ამერიკელთა მეშვეობით, რომელიც თვალისმომჭრელ სანახოაბას გვთავაზობდა. MSN-მ, ყველა ტურნირის ეგიდით, 450 მატჩში 364 გოლი მიითვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]