ხრისტო სტოიჩკოვი: მესი კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს

ხრისტო სტოიჩკოვი: მესი კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს

"ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი ხრისტო სტოიჩკოვი ფიქრობს, რომ კატალონიური გუნდის არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი კარიერას "ბლაუგრანაში" დაასრულებს.

"არასდროს შემპარვია ეჭვი იმაში, რომ მესი "ბარსაში" დარჩებოდა.

მჯერა, რომ ლეო კარიერას "ბლაუგრანაში" დაასრულებს", - სტოიჩკოვის ამ სიტყვებს COPE ციტირებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მესის, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება, გასულ ზაფხულში კატალონიური კლუბის დატოვება უნდოდა, თუმცა, 33 წლის ფეხბურთლმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, საბოლოოდ, დარჩენა გადაწყვიტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.