მესის მამასა და პსჟ-ს შორის კონტაქტი არ ყოფილა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონას" ლიდერის ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის დაუკავშირდა, სიცრუე აღმოჩნდა.
გავრცელებული ცნობებით, პსჟ მომავალ ზაფხულში ლეო მესის შესაძენად ნიადაგს ამზადებს, რის გამოც ფრანგები ფეხბურთელის მამას დაუკავშირდნენ.
Onda Cero-ს რეპორტიორმა ალფრედო მარტინესმა ახლახანს ეს ინფორმაცია უარყო. ესპანელი სპორტული ჟურნალისტის მტკიცებით, დღემდე ხორხე მესის არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე "პარი სენ-ჟერმენი" არ დაკავშირებია. მასსა და პარიზულ კლუბს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]