დღევანდელი სავარჯიშო სესია

დღევანდელი სავარჯიშო სესია

დღეს, "სიუტატ ესპორტივაზე" მორიგი სავარჯიშო სესია გაიმართა.

პირველი გუნდის დარჩენილ ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშში მონაწილეობა "ბარსა B-მაც" მიიღო.

სანაკრებო თამაშებში არ მონაწილეობენ შემდეგი ფეხბურთელები: ტერ შტეგენი, ნეტუ, პიკე, ალბა, ალენია, დემბელე, პუჩი, ფირპო და მატეუს ფერნანდესი. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს დაუბრუნდა ფილიპე კოუტინიო, რომელიც, დიდი ალბათობით, 21 ნოემბერს, "ატლეტიკოსთან" შეხვედრისთვის მზად იქნება.

გამოჯანმრთელების პროცესს გადიან რონალდ არაუხო და სამუელ უმტიტიც. რაც შეეხება ანსუ ფატის, ორშაბათს გაკეთებული ოპერაციის შედეგად, მას მოედანზე 4 თვის განმავლობაში ვერ ვიხილავთ.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, კუმანმა ფეხბურთელებს 4-დღიანი შვებულება მისცა. მოსამზადებელი პროცესი "სიუტატ ესპორტივაზე" 16 ნოემბერს განახლდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ნოემბერი 2020 22:08
    1
    იმედია ატლეტიკოსთან შეხვედრას მინიმალური დანაკლისით შევხვდებით.ფატის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.ვნახოთ დელაფუენტე რა ბიჭია.თუ ითამაშა თავისი თამაში შეიძლება დეპაი აღარც დაგვჭირდეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.