კოკე: გრიზმანს "ატლეტიკოშიც" გაუჭირდებოდა

კოკე: გრიზმანს "ატლეტიკოშიც" გაუჭირდებოდა

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კოკემ Cadena SER-თან კომენტარი გააკეთა მის ყოფილ თანაგუნდელზე, "ბარსელონას" შემტევზე, ანტუან გრიზმანზე, რომელიც კატალონიურ გუნდში ფეხის მოკიდებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

"გამიკვირდა, როდესაც დავინახე, რომ გრიზმანი "ბარსასთან" ბოლო დაპირისპირებაში მოედანზე თამაშის 90-ე წუთზე გამოვიდა.

ანტუანს, თუ იგი ოდესმე დაბრუნებას გადაწყვეტს, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად აქაც დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ლიონელ მესისაც კი სასტარტოში თამაშისთვის ბრძოლა მოუწევდა."

კოკემ გასულ ზაფხულში "ბარსადან" "ატლეტიკოში" გადასულ ლუის სუარესზეც ისაუბრა: "სუარესი ჩვენს გუნდს იდეალურად ერგება. ის ფელიშს, კორეასა და ლიორენტეს განვითარების საშუალებას აძლევს. ჩვენი შეტევა რადიკალურად შეიცვალა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 ნოემბერი 2020 12:35
    2
    რაო? მესისაც გაუჭირდებაო? უზმოზე ჩამოკრა ვნებს ტვინს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 11 ნოემბერი 2020 00:32
    3
    სიმეონემ აქამდე როგორ ვერ მივხვდი ეს რა მაგარი მყავსოო😂
    Culé [?]
    #1 10 ნოემბერი 2020 23:42
    9
    მესის გაუჭირდებოდა ატლეტიკოს ძირითადში თამაშიო. სად გავიცინოთ. რომელს ვერ ამოაგდებსა ძირითადიდან, ღლაპ ფელიქსს თუ *ლე კოშტას. ისე სუას გადასვლამ მართლა უშველა ამათ შეტევას. ბოლო სეზონში აღარ იყო ატლეტიკო ძაან თავდაცვაზე გადასული გუნდი, ნუ დაცვაც აღარ ყავთ ისეთი როგორიც ადრე, და რაღაცნაირად იყვნენ გაჭედილები, ვეღაც უტევდნენ და ვერც თავს იცავდნენ ნორმალურად, ახლა თითქოს სუას მისვლით დარწმუნდნენ რომ შეტევა უნდა ითამაშონ და არა ათობანა
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"