ფილიპე კოუტინიომ ვარჯიში განაახლა

ფილიპე კოუტინიომ ვარჯიში განაახლა

"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინი გამოჯანრთელების ბოლო ეტაპზეა. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კოუტინიო, ტრავმის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს. ფილიპემ დღეს განცალკევებით ვარჯიში დაიწყო და ივარაუდება, რომ იგი მომდევნო კვირიდან უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

28 წლის ფეხბურთელის მიზანი 21 ნოემბერს მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩისთვის დროულად დაბრუნებაა.

კოუტინიომ მარცხენა მუხლქვეშა მყესის დაზიანება 24 ოქტომბერს გამართულ "ელ კლასიკოში" მიიღო, რის გამოც მას "იუვენტუსთან", "ალავესთან", კიევიოს "დინამოსთან" და "ბეტისთან" ჩატარებული შეხვედრების გამოტოვება მოუწია.

ცნობისთვის, ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 6 თამაშში მიიღო, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 ნოემბერი 2020 23:20
    5
    სანაკრებო პაუზის დროს დაისვენებს და ძალებს აღიდგენს. დიდი ძალაა ბარსასთვის ოღონდ გამოყენება უნდა. სეზონი გრძელია ბევრი მიიღებს ტრავმას, ასე რომ ტრინკაოც საჭიროა, პედრიც და ბრეითვეითიც.
    Culé [?]
    #5 10 ნოემბერი 2020 22:44
    3
    იმედია ფორმაში იქნება ატლეტიკოსთან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 ნოემბერი 2020 22:10
    8
    კარგია ამის გასროლები დაგვჭირდება ატლეტიკოსთან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 10 ნოემბერი 2020 21:42
    11
    მეტი შეუძლია კოუს, ძაან მინდა 4-3-3 რომ ცადოს ერთი-ორჯერ კუმანმა,უფრო დაიტვირეთება ნახევარდაცვაში და თავის თავზე მოუწევს მოვალეობის აღება
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #2 10 ნოემბერი 2020 21:25
    8
    მიდი, კოუ, აუცილებლად გვჭირდები.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #1 10 ნოემბერი 2020 21:21
    13
    ატლეტიკოთან თამაშამდე კაი დიდი დროა და მოასწრებს ფორმაში ჩადგომას. ისე რომ ვაკვირდები ახლა გამოჩნდება ბარსას ძირითადი შემადგენლობა ამ სეზონში, ფატი მაინც პატარაა ჯერ და ვერ გაუქაჩავს ისედაც სულ ძირითადში ყოფნას და ძირითადი შეტევა მაინც მესი-დემბელე-კოუ-გრიზმანია. შესაბამისად კუმანი ახლა ამ ოთხით ითამაშებს ყველა ვარიანტში და ვნახავთ საბოლოოდ რა შეუძლუათ ერთად. სახელები კი კარგია,მაგრამ ვიცით რაც ხდება. იმედია შევლენ ყველანი ფორმაში, ბოლო თამაშებმა მე პირადად დამაიმედა.