"ბარსას" XI ანსუ ფატის გარეშე | 4 სახის ტაქტიკური მონახაზი
- 9-11-2020, 23:32
-
kraken
- 20

ანსუ ფატიმ "ბეტისთან" შეხვედრაში მარცხენა მუხლის მენისკი გაიწყვიტა. როგორც "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდისგან ვიგებთ, მას დაახლოებით 4 თვე გაუცდება.
18 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში "ბარსას" სასტარტო თერთმეტეულის უპირობო წევრი გახლდათ. მისი ჩანაცვლება მარტივი ნამდვილად არ იქნება.
ქვემოთ ის 4 შესაძლო ტაქტიკური მონახაზი შეგვიძლია განვიხილოთ, რომლებსაც რონალდ კუმანი ფატის არყოფნაში გამოიყენებს.
დემბელე მარცხენა ფლანგზე
სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით, ფილიპე კოუტინიო სრულად გამოჯამრთელებას მოასწრებს და თავის ჩვეულ პოზიციას ისევ შეითავსებს.
მიუხედავად იმისა, რომ უსმან დემბელე ზოგადად, მარჯვენა გარემარბად თამაშობს, ტრავმირებული ანსუ ფატის ჩანაცვლება და მარცხენა ფლანგის გადაბარება მას მოუწევს.
ლეო მესის მარჯვენა მხარეს თამაშით პრობლემები არ შეექმნება, დაცვის დროს ის პოზიციას ანტუან გრიზმანს გაუცვლის.
კოუტინიო მარცხენა ფლანგზე
კოუტინიო 4-2-3-1 ტაქტიკის დროს "ლივერპულსა" და "ბაიერნში" მარცხენა ფლანგზე თამაშობდა.
ამ შემთხვევაში, დემბელეს პოზიციის შეცვლა არ მოუწევს.
ეს ტაქტიკა დაცვის დროს 4-4-2 ფორმაციადაც შეიძლება ტრანსფორმირდეს, სადაც ლეო და გრიზმანი თავდამსხმელის პოზიციებზე ერთმანეთს შეუწყვილდებიან.
პედრი მარცხენა ფლანგზე
პედრიმ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე მარცხენა გარემარბად თამაში. შესაბამისად, მისით ფატის ჩანაცვლება რეალური ვარიანტია.
გრიზმანს ისევ მარჯვენა ფლანგზე გადაწევა მოუწევს. ის ამ პოზიციაზე სეზონის სტარტზე თამაშობდა. მიუხედავად ნაკლები შექმნილი მომენტისა, ფრანგი დაცვაში კარგად გამოიყურებოდა.
პედრი და დემბელე ფლანგებზე
კოუტინიოსა და გრიზმანს, ამ უკანასკნელის მარჯვენა ფლანგზე თამაშისას თითქმის ანალოგიური როლები აქვთ. შესაბამისად, დემბელეს მარჯვენა გარემარბად განწესება შეტევას უფრო მეტ სისწრაფესა და ეფექტურობას შესძენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]