რა ბედი ელის უსმან დემბელეს?
- 9-11-2020, 14:42
-
josephk
- 27

გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" გუნდის ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს, გაშვებას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ, იგი კატალონიაში დარჩა.
დემბელეს "ბარსასთან" მოქმედი ხელშეკრულება წელიწადნახევარში უსრულდება. მან, გამოჯანმრთელების შემდეგ, რამდენჯერმე გაიბრწყინა და შეგვახსენა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. თანაც, ანსუ ფატის ტრავმის გათვალისწინებით, მეტ სათამაშო დროს მიიღებს. შესაბამისად, "ბარსელონა" დილემის წინაშე დგება. რა უნდა მოიმოქმედოს კლუბმა უსმანის მომავალთან დაკავშირებით?
Sport წერს, რომ დემბელე ახალ კონტრაქტის გაფორმებას, ჯერჯერობით, არ აპირებს. შესაძლოა, "ბარსამ" ერთ დროს, სარეკორდო თანხად შეძენილი დემბელე 2022 წლის ზაფხულში უფასოდ დაკარგოს. ეს გარემოება მომდევნო ზაფხულში მის სატრანსფერო ფასზეც, რა თქმა უნდა, იმოქმედებს.
კლუბის ხელმძღვანელობას ორი გამოსავალი რჩება, დემბელე ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს ან მის გაყიდვაზე ზრუნვა ზამთარშივე დაიწყოს.
თუმცა ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით თუ ვინ არის დღეს ხელმძღვანელობაში არის თუ არა ვინმე საერთოდ. კარლეს ტუსკეტსმა არჩევნები, რაც შეიძლება დროულად, უნდა დანიშნოს.
გადამწყვეტი, ალბათ, მაინც დემბელეს ასპარეზობა იქნება, რაც როგორც კლუბისა და რონალდ კუმანის, ასევე თავად ფეხბურთელის აზრზეც იქონიებს გავლენას. ვიმედოვნოთ, რომ მას ტრავმები ხელს არ შეუშლიან და იმ ფეხბურთს გვაჩვენებს, რომელიც, ნეიმარის წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, არ გვინახავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]