ოფიციალურად: ანსუ ფატის ოპერაცია ჩაუტარდება

ოფიციალურად: ანსუ ფატის ოპერაცია ჩაუტარდება

ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა - "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი ოპერაციას გაიკეთებს.

"ბლაუგრანას" Twitter-ის ოფიციალური გვერდის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელს მარცხენა მუხლის მენისკის ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება. ესპანელ ტალანტს ოპერაციას ექიმი რამონ კუგატი კლუბის სამედიცინო შტაბის ზედამხედველობით გაუკეთებს.

ფატიმ ტრავმა "ბეტისთან" გუშინ გამართულ თამაშში მიიღო. გავრცელებული ცნობებით, ანსუს მინიმუმ 3 თვე გაუცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 ნოემბერი 2020 22:46
    3
    სწორი გადაწყვეტილებაა ჯობია ეხლა გამოტოვოს 3-4 თვე ვიდრე მერე სეზონები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 8 ნოემბერი 2020 21:27
    7
    თავიდანვე ვამობდი ამხელა დატვირთვა არა კაი მეთქი და აჰა რაც არ უნდა იყოს ბავშვია ისევ, ენრიკემაც შეიყო და მატჩი არ გაამაზინა ნაკრებში
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 ნოემბერი 2020 21:17
    12
    სწორი გადაწყვეტილებაა ოპერაცია. მენინსკი ისეთი რამეა ადრე თუ გვიან ისევ შეაწუხებდა . იმედია მალე დაგვიბრუნდება ❤️
    ფანი [?]
    #3 8 ნოემბერი 2020 21:16
    8
    სწორი გადაწყვეტილებაა უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი ფატი!!!
    Culé [?]
    #2 8 ნოემბერი 2020 21:11
    12
    დარწმუნებულივარ უკეთესი დაბრუნდება 💘 უკვე ჩამოყალიბებულ და ახალ სქემასთან შეგუებულ გუნდში! 💘 💘

    ანსუს ტრამვა დეპაის მოყვანის ალბათობას ზრდისს!
    ფანი [?]
    #1 8 ნოემბერი 2020 21:10
    6
    ბეტისთან თუ არა ნაკრებში მიიღებდა ტრავმას. არ აქვს ისეთი ფიზიკური მონაცემები და ფსიქოლოგიურადაც არაა მზად ამდენ დატვირთვას გაუძლოს. ჯერ კიდევ ბევრია საშრობი რომ ჩვენი ბიჭები ლივერპულის და ბაიერნის დონეზე ავიდნენ ფიზ. მომზადებით.