რონალდ კუმანი "ბეტისთან" მოგების შემდეგ
- 7-11-2020, 21:53
-
Tsitsi
- 15

"ბეტისის" დამარცხების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.
"დემბელე? ის ფიზიკურად საუკეთესო დონეზე იმყოფება. რაც შეეხება გრიზმანს, მას გოლების გატანაში არ უმართლებს, თუმცა საკუთარი თავის რწმენა აქვს. მჯერა, რომ ფრანგი თავის გამოჩენას კიდევ შეეცდება.
ჩემს მოთამაშეებს კარგი ფეხბურთის თამაშის გამო ვულოცავ. მეორე ტაიმში განსაკუთრებით კარგად გამოვიყურებოდით.
დაცვაში ბევრი რამის გაუმჯობესება გვჭირდება. ტაბლოზე სასურველი შედეგი სრულიად დამსახურებულად დავაფიქსირეთ.
მესი თავს ისე კარგად ვერ გრძნობდა, რომ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაეწყო. კიევის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ მან მცირე დისკომფორტი იგრძნო, შესაბამისად, ერთად განვიხილეთ იდეა, რომ სათადარიგოთა სკამზე მჯდარიყო. მეორე ნახევარში მისმა მოედანზე გამოსვლამ ბევრი რამ შეცვალა.
4 მატჩის ცუდი შედეგებით დასრულების შემდეგ, მოგება მნიშვნელოვანი იყო.
12 ქულიდან 2-ის მოპოვების შემდეგ კრიტიკის მესმის, თუმცა ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
ანსუ ფატი? შესვენებაზე მან დისკომფორტი იგრძნო და ვერ გავრისკეთ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]