ლუის სუარესი: მე და მესი ხშირად ვსაუბრობთ

ლუის სუარესი: მე და მესი ხშირად ვსაუბრობთ

"ბარსელონას" ლეგენდამ, მადრიდის "ატლეტიკოს" ახლანდელმა შემტევმა, ლუის სუარესმა მისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი, რომელიც კიევის "დინამოსთან" თამაშის შემდეგ კრიტიკის ობიექტი გახდა, დაიცვა.

"მესი 33 წლისაა და იცის, როგორ გაართვას თავი ნებისმიერ სიტუაციას. ვხედავ, რომ ის ისეთივე ენთუზიაზმითაა გაჯერებული, როგორც აქამდე. ის სიამოვნებას იღებს და უკმაყოფილებას არ გამოთქვამს, რაც მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ბურთს კარში შესვლა არ უნდა, მაგრამ ის კვლავ ცდილობს გუნდის დახმარებას. ეს ლეოსთან მიმართებით ბევრ რამზე მეტყველებს.

მე და ლეო ისევ ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა, მხოლოდ ფეხბურთით არ შემოვიფარგლებით. კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ხდება. ვცდილობთ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ როგორც პირად, ასევე ემოციურ საკითხებში.

ბართომეუს გადადგომა? სიმართლე ისაა, რომ იმას, რაც "ბარსელონაში" ხდება, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა "ატლეტიკოს" ღირსებას ვიცავ.

კუმანი? მასთან პროფესიონალური ურთიერთობა მქონდა. მან სატელეფონო ზარის საშაუალებით მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი. კუმანს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ვარჯიშის გაგრძელების უფლება მქონოდა.

სეტიენის კომენტარი მესიზე? მირჩევნია, ამაზე არ ვილაპარაკო. ლეოს ყველა თანაგუნდელი მას საოცრად ახასიათებს, თუ რა ტიპის ფეხბურთელია და რა დიდებული ადამიანია მოედნის ფარგლებს მიღმა.

"ბარსასთან" გოლს არ აღვნიშნავდი, რადგან პატივს ვცემ ჩემს თანაგუნდელებს და კლუბს, რომელმაც ბევრი რამ მომცა. რასაკვირველია, უამრავ მეგობართან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება, მაგრამ "ატლეტიკოს" ღირსებას სიკვდილამდე დავიცავ", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #2 7 ნოემბერი 2020 18:17
    0
    ვალენსიამ თუ ტრაki გააანძრია უეჭველი მოსაგებია ეგ თამაში.
    ციტატა: GioKakiashvili
    Azars da kazemiros korona daudasturadat cudia gamojanmrtrlebas vusurveb. Xval valensiastan tamashiaqvt orive didi danaklisia kaze gansakutrebit.
    ფანი [?]
    #1 7 ნოემბერი 2020 16:50
    4
    Azars da kazemiros korona daudasturadat cudia gamojanmrtrlebas vusurveb. Xval valensiastan tamashiaqvt orive didi danaklisia kaze gansakutrebit.