"ბარსელონა" vs "ბეტისი" | მატჩისწინა მიმოხილვა

"ბარსელონა" vs "ბეტისი" | მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის მე-9 ტურის შეხვედრას "ბარსელონა" საშინაო კედლებში სევილიის "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს. 

კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, ლა ლიგაში ძალიან მძიმედ გამოიყურებიან და ჩატარებულ 6 შეხვედრაში მხოლოდ 8 ქულა აქვთ მოპოვებული. ამასთანავე, ლა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში გამარჯვება არ უზეიმიათ. შესაბამისად, სანაკრებო პაუზამდე გუნდს გამოფხიზლება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება მართებს.

გუნდების დანაკლისი

"ბარსელონას" სამუელ უმტიტი, ფილიპე კოუტინიო და რონალდ არაუხო ტრავმის გამო არ ეყოლება.

რონალდ კუმანმა განაცხადში მათ ნაცვლად "ბარსა ბ-ს" მოთამაშეები, კონრად დე ლა ფუენტე, ოსკარ მინგესა და არნაუ ტენასი შეიყვანა.

რაც შეეხებათ სევილიელებს, მათი დანაკლისი უფრო შესამჩნევია. "ბეტისს" გუნდის მთავარი ვარსკვლავი ნაბილ ფეკირი ტრავმის გამო დააკლდება. ფრანგთან ერთად "კამპ ნოუზე" ვერც ანდრეს გუარდადო, ხაუნმი, ვიქტორ კამარასა და დანი მარტინი ითამაშებენ.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი: "ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია. ეს სიტუაციაზე არაა დამოკიდებული. "ბეტისი" კარგი გუნდია და წინ რთული თამაში გველის. ოთხშაბათს დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, განსაკუთრებით დაცვაში. ამ თამაშისთვის მზად ვართ."

მანუელ პელეგრინი: "მათ დიდი უპირატესობა ექნებათ. მთავარი მიზანი ბურთის ფლობისას ჩვენი შანსების მაქსიმალურად გამოყენებაა. ისეთივე შემართებით თამაშს ვაპირებთ, როგორც "რეალთან" და "ატლეტიკოსთან. ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ და შანსები გოლებად ვაქციოთ."

სავარაუდო თერთმეტეულები

blog_image

"ბარსას" XI: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, დესტი, დე იონგი, პიანიჩი, ფატი, მესი, დემბელე, გრიზმანი.

"ბეტისის" XI: ბრავო, ემერსონი, მანდი, ბარტრა, მორენო, კარვალიო, როდრიგესი, ხოაკინი, კანალესი, ტელიო, სანაბრია.

ურთიერთშეხვედრები და საინტერესო სტატისტიკა

"ბარსელონამ" "ბეტისის" წინააღმდეგ გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

უკანასკნელ მატჩში კატალონიელებმა გამარჯვება სტუმრად მოიპოვეს. მათ მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხეს. ბარსას მხრიდან გოლები კლემან ლანგლემ, ფრენკი დე იონგმა და სერჟიო ბუსკეტსმა გაიტანეს.

"ბლაუგრანას" ბოლო მარცხი 2018 წელს ფიქსირდება. მათ შეხვედრა "კამპ ნოუზე" დათმეს, ანგარიშით 3-4.

ანდალუსიელების წინააღმდეგ სახლში გამართული ბოლო 11 შეხვედრიდან კატალონიელებმა მეტოქეს 3 ან მეტი გოლი 10-ჯერ გაუტანეს.

მატჩის პროგნოზი

Sportsmole მიიჩნევს, რომ შეხვედრა მასპინძლების სასარგებლოდ დასრულდება, ანგარიშით 2-1.

Whoscored-ის ვერსიით, კატალონიელები სტუმრებს ორბურთიანი სხვაობით დაამარცხებენ, 3-1.


შეხვედრა 7 ნოემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 7 ნოემბერი 2020 18:42
    0
    ციტატა: sandro barca
    გადაიდო თამაში თუ რა ხდება სადაა სასტავი?

    ბოლო ინფორმაციის კომენტარში ჩავაგდე ნახე მეგობარო
    გულშემატკივარი [?]
    #8 7 ნოემბერი 2020 18:39
    0
    გადაიდო თამაში თუ რა ხდება სადაა სასტავი?
    ფანი [?]
    #7 7 ნოემბერი 2020 18:30
    1
    მესი სკამს ხეხავს დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ნოემბერი 2020 14:00
    1
    იდეალური შემადგენლობაა იმედია ამ თერთმეტეულით ითამაშებს ბარსა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 7 ნოემბერი 2020 13:11
    0
    პიკეს გარდა სხვა მცველი არ ყავს გუნდს? რატომ უკლავს ამ ახალგაზრდებს მომავალს ეს დედმამა მიხმული ჰოლანდიელი, რაღადროს ნელკადრა პიკეა სანამ ეგ მოიფიქრებს რა უნდა ქნას გოლი ან სახიფათო მომენტი იქნმნება ხოლმე. აღარაა ეს პიკეს ძIრითადის დრო, ასეთ დაბალ დონის გუნდებთან უნდა დააყენოს ახალგაზრდები რომ შეეჩვიოს გუნდს და არა რეალთან რომ დააყენა 18-20 წლის ბიჭები და შეშინებულები რომ იდგნენ, ბოლოს მგონი 2017 წელს ჩაატარა პიკემ კარგი სეზონი :დ ტიპი 3-4 წელია არის ჩამოსხმა, რამოსის კბენაში უფრო მაგარია ვიდრე თამაშში და პოლიტიკურ განცხადებებში, ასეთი ტიპი რატომ უნდა გკავდეს გუნდში და მითუმეტეს უცვლელ წევრად, როცა ამდენი კაცია დაცვაში, მერე გამოვდივართ და რეალი სპობს ხალხსო, ტიდიბოდან დაწყებული, ბარსა ბდან დაწინაური ბიჭებიდან დამთავრებული ყველა სკამზე ზის რომელსაც სული უდუღს და ეს გლე 35 წლის გადანახარშ პიკეს ათამაშებს რომელსაც ლაქლაქის მეტია რაფერი შეუძლია
    წევრი [?]
    #4 7 ნოემბერი 2020 13:01
    0
    ციტატა: CHEPE
    ხო ეხლა ბრავო გაიგიჟებს თავს და კიდე მომშლის ნერვებზე ეს მეკარეები😁😁😁
    არადა 3 თამაშის გარდა ყველა უნდა გაგვენადგურებია.. ხეტაფე რეალი იყო ძაან სუსტი თამაში მხოლოდ.. და სევილია კიდე ჰოო
    მეკარეები რომ არა თითქმის ყველა თამაში 4 5 ბურთიანი იქნებოდა, მაგრამ მარტო მეკარეებიც არა იმიტომ რომ ბევრი მომენტები გაანიავეს 20 ალბათ მინიმუმ😁😁😁

    ვინ უნდა გაგენადგურებია ბიჭო სად ნახულობთ ხოლმე ამ თამაშებს თუ ფანიბა გაბრმავებთ გუნდი რომ ტ..კშია მაგას ფანიბით ვერ გადაფარავ , გაენადგურებინათ არა შვანცკი როდის იყო 11 მკვდარზე ვენოკი ვინმეს ანადგურებდა
    წევრი [?]
    #3 7 ნოემბერი 2020 13:00
    0
    CHEPE,
    Nu geshinia am tamashs advilad moigeben

    Beyisi susti gundia
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 ნოემბერი 2020 03:44
    2
    ტელიო, ბარტრა, ბრავო. ბეტისი ბარსადან გაგდებულების თავშესაფარი გახდა?
    ფანი [?]
    #1 7 ნოემბერი 2020 02:38
    2
    Arauxos tramvaze raismis?