"ბარსელონა" და "რეალი" მარკუს ტურამისთვის ირბძოლებენ

"ბარსელონა" მისი ყოფილი ფეხბურთელის, ლილიან ტურამის ვაჟის, მარკუს ტურამის შეძენით დაინეტრესდა. ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
23 წლის თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ცოტა ხნის წინ მან "რეალს" დუბლი შეუსრულა, რისი წყალობითაც მისმა "გლადბახმა" მადრიდულ გრანდთან ქულა აიღო.
გერმანული გამოცემის ცნობით, ტურამისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენციას სწორედ "რეალი" გაუწევს.
მარკუს ტურამი "გლადბახში" მე-2 სეზონს ატარებს. გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 თამაშში მას 17 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. მარცხენა გარემარბისთვის, რომელსაც თამაში შეტევის ცენტრშიც შეუძლია, ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.
მარკუსის მამა, ლეგენდარული ფრანგი მცველი ლილიან ტურამი "ბარსელონაში" 2006-2008 წლებში თამაშობდა, მაგრამ ეს მის კარიერაში საუკეთესო წლები ნამდვილად არ ყოფილა. მის აქტივში კატალონიურ გუნდში ჩატარებული 58 თამაშია. ტურამმა კერიერა სწორედ "ბლაუგრანაში" დაასრულა, რისი მიზეზით გულის პრობლემები იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]