ანსუ ფატი ვარსკვლავის სტატუსს ნელ-ნელა ამართლებს
- 5-11-2020, 23:21
-
kraken
- 5

2020/21 წლების სეზონში "ბარსას" მთავარი გოლეადორი თინეიჯერი ანსუ ფატია. ესპანელის ანგარიშზე 5 გოლია და ლეო მესის ერთითაც კი უსწრებს.
მიმდინარე სეზონში "ბარსას" ბომბარდირთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
ანსუ ფატი - 5
ლეო მესი - 4
უსმან დემბელე - 2
ფილიპე კოუტინიო - 2
ავტო-გოლები - 2
სერჟი რობერტო - 1
გარდა გოლებისა, ანსუს კონტრიბუციას ასისტებიც ემატება. მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა, იმდენივე რამდენიც ლეო მესის, ფილე კოუტინიოსა და ჟორდი ალბას აქვთ.
ფატი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელისა და ამომავალი ვარსკვლავის სტატუსს ჯერჯერობით ნამდვილად ამართლებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]