გუშინდელი საღამო ზღაპარს ჰგავდა - რუსლან ნეშჩერეტი

გუშინდელი საღამო ზღაპარს ჰგავდა - რუსლან ნეშჩერეტი

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონასთან" გამართული მატჩის (2-1) შემდეგ, კიევის "დინამოს" 18 წლის მეკარე, რუსლან ნეშჩერეტი კომენტარს აკეთებს.

"ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა. ასეთ, დიდებულ სტადიონზე "ბარსას" წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ლიონელ მესის პენალტი ძალიან კარგი იყო. არგენტინელი ამ ასპექტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ასეთ მეტოქეებთან დაპირისპირების შანსის მიღებით ბედნიერები ვართ", - აცხადებს უკრაინელი.

კიეველთა მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ რუსლან ნეშჩერეტი სარეზერვო გუნდიდან დააწინაურა, ვინაიდან, კლუბის კარის დარაჯებს, გეორგი ბუშანსა და დენის ბოიკოს COVID-19 დაუდასტურდათ.

შეგახსენებთ, ნეშჩერეტმა გოლები ლეო მესისა და ჟერარ პიკესგან გაუშვა, თუმცა შეხვედრაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და არაერთი რთული ბურთი მოიგერია, მათ შორის, "ბლაუგრანას" კაპიტნის ჯარიმა.

ჯამში, 18 წლის ახალგაზრდამ 12 სეივი მიითვალა, რაც 2013 წლის შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ეგიდით გამართულ მატჩში, საუკეთესო მაჩვენებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 ნოემბერი 2020 11:52
    1
    ციტატა: Memphis Depay
    ჩავი და ინიესტა რატო არიან კაცები აგერ ფაქტი, როცა მიხვდნენ რო სარგებელი არ მოჰქონდათ გუნდისთვის ჯერ ზამენაზე გადავიდნენ, მერე კიდევ დატოვოს გუნდი. ისინი ასეთ პიტალო საქციელს არ იკადრებდნენ. ახლა ხო აღარაა ბართომეუ რა უშლის ხელს? სხვა იგროკებზეც მაქვს საუბარი აქ მარტო მასზეა არაა ბაზარი. მწვრთნელი მწვრთნელიო გაიძახით, მართლა ეს მწვრთნელი რას იზავს როცა კიდიათ და არ ინდომებენ? მანჩესტერში ჯერ ვან გაალს ასხეს, მერე მოურინიოს ასხეს, ახლა სოლსკიაერს ასხავენ. რეალური მიზეზი კიდე უ.აკო იგროკები არიან, რომლებიც როცა უსწორდებათ მაშინ თამაშობენ. ბარსაშიც ასეა, არ უწყობენ კუმანს ხალხს არაფრით და ჯადოქარია? 120 მილიონიანი გრიზმა ცარიელ კარში ბურთს მაზავს, მესის როცა აუდგება მაშინ თამაშობს, დემბელე ფაფხურობს, დაცვა ღრმა უკანალშია, გუნდს ფორვარდი არ ჰყავს რა კუმანი რის კუმანი კარგით რა. პუის, ჩავის, ინის მსგავსი ხალხი გვაკლია რომლებიც გულით თამაშობდნენ და იცოდნენ რას ნიშნავს თამაშობდე ბარსელონაში. ლეოს რაც შეეხება, როცა ადამიანი გიყვარს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მისი გაკრიტიკების უფლება არ გაქვს. ყველამ კარგად ვიცით რამდენი სიყვარული აჩუქა გუნდს, მაგრამ რასაც ის და სხვა იგროკები აკეთებენ არასწორია ძალიან. ჩემი თხოვნა იქნება გაიაზროთ და ისე დამიციტიროთ.

    რა უნდა ქნას იცი კუმანმა? როცა ხედავს რო არ გამოსდის გუნდს თამაში 4-2-3-1 ტაქტიკით როცა შეტევაში სრული არეულობაა გაურკვეველი პოზიციების გამო და როცა ცენტრში ორი ერთი და იგივე სტილის და პოზიციის ფეხბურთელი ერთმანეთს ხელს უშლის უნდა ადგეს და გადააწყოს გუნდი ახალ სქემაზე ცენტრში დაამატოს კაცი და ჩახსნას ორი საყრდენი ჩამოაყალიბოს ძირითადის შემტევი ბირთვი აი მერე ათამაშდება გუნდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #5 6 ნოემბერი 2020 10:35
    3
    მაგარი ბიჭი იზრდება. წარმატებები რუსლანს.
    Culé [?]
    #4 5 ნოემბერი 2020 21:06
    14
    კარგი ბავშვია მაგარი სეივები აკეთა,ნერვები დამაგლიჯა მაგრამ მაინც ულოცავ ასეთ შთამბეჭდავ დებიუტს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 ნოემბერი 2020 20:28
    8
    რა ბურთებინაიღო ამ ლაწირაკმა რა ჯარიმა გამოაძრო ნერვები მეშლება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 5 ნოემბერი 2020 19:37
    13
    ძაან დიდი პოტენციალი აქ, პროფესიონალურ ფეხბურთში გამოუცდელია და პიველივე თამაშში ბარსელონასთან მსოფლიო დონის სეივები გააკეთა 18 წლის ბავშმა 😵
    --------------------
    #infinit8iniesta
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 ნოემბერი 2020 19:22
    13
    მართლაც დიდებულად თამაშობდა
    მგონი სკაუტების გაგზავნა კიევში ცუდი იდეა არიქნებოდა