რონალდ კუმანი კიევის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი კიევის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიევის "დინამოსთან" მოგების (2-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. განსაკუთრებით ბურთის გარეშე კარგად არ გამოვიყურებოდით.

ტერ შტეგენმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შესანიშნავი მეკარეა. მარკი კარგადაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ზოგჯერ პრესინგს ვერ მიმართავ. ეს მთელი გუნდით უნდა გააკეთო. ამაზე უნდა ვისაუბროთ და ყველავერი გავაანალიზოთ.

ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ.

ლანგლემ ბევრი მატჩი ჩაატარა და ის ცოტა დისკომფორტს გრძნობდა. დე იონგს დაცვაში თამაში შეუძლია, როდესაც გვჭირდება მცველი, რომელსაც ბურთის წინ ატანა შეუძლია.

კიევის "დინამოს" არ გავუკვირვებივართ. ვიცოდით, რომ ის ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს კორონავირუსის გამო ბევრი ფეხბურთელი აკლდათ.

დავისჯები თუ არა იმის გამო, რაც "ელ კლასიკოს" შემდეგ ვთქვი, არ მანაღვლებს. ვიცი, რაც ვთქვი, მაგრამ არ ვღელავ. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

გრიზმანი? დიახ, მას გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ანტუანი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #12 5 ნოემბერი 2020 15:03
    5
    და კუმანიც გაყვეს
    ციტატა: me da barca
    ზაფხულში გრიზმანი უნდა წავიდეს ბარსადან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 5 ნოემბერი 2020 14:10
    5
    ზაფხულში გრიზმანი უნდა წავიდეს ბარსადან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 ნოემბერი 2020 11:51
    0
    სქემა შეცვალე ბიჭო სქემა ვერ თამაშობს გუნდი 4-2-3-1 სქემით გადააწყვე ისევ 4-3-3-ზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #9 5 ნოემბერი 2020 10:22
    1
    ბეტისთან ამ კამანდით უნდა ითამაშონ:


    ტერ შტეგენი
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    ტრინკაო-მესი-დემბელე
    ანსუ ფატი


    ანსუ ფატი-გრიზმანი
    დემბელე-პედრი
    ტრინკაო-ალბა (დესტი მარჯვნივ და რობერტო წინ)
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დე იონგი-ალენია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #8 5 ნოემბერი 2020 09:58
    11
    ერთი ეგ გრიზმანი მოშორდეს ძირითადს და არ დავეძებ არაფერს. ვისაც არ უნდა შევხვდეთ 9 კაცით ვთამაშობთ მესი და გრიზმანი არ გვყვავს. გრიზმანის მაგივრად დემბომ უნდა ითამაშოს მესი ცრუ ცხრიანზე დემბო მარჯვნივ დანარჩენი იგივე ოღონდ დეიონგი აღარ დააყენოს ცენტრმცველად
    ფანი [?]
    #7 5 ნოემბერი 2020 08:11
    8
    "...ბევრს მუშაობს ..."...ცოტა იმუშაოს და ბევრი გაიტანოს ჯობია. ისე, კაი მუშა თუა აგერ ჩამთან გამოუშვი ყანა-ვენახში. კუილა წაეთრიეეე.
    გულშემატკივარი [?]
    #6 5 ნოემბერი 2020 03:56
    16
    . იდეალური ფეხბურთელებიგყავს 4-3-3ის ფორმაციისთვის რაც ბარსელონას სტილია და ფეხბურთელებიც მაღალი კლასის. მოხოდე 1-2თამაშსი ეგ ფორმაცია
    ტეგენი
    დესტი არაუხო პიკე ალბა
    პიანიჩი დეიონგი კოუ
    დემბელე(გროზმანი) მესი ფატი(პედრი)
    უბრალოდ სასწაული რესურსიაქ შემადგებლობას რო ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ ამ სეზონში და გაახარე რა გულშემატკივარი.
    ფლოკი
    სტუმარი [?]
    #5 5 ნოემბერი 2020 03:18
    12
    გრიზმანი ზედმეტი ტვირთია გუნდისთვის, მომენტს მომენტად ვერ იყენებს, შექმნით არაფერს არ ქმნის, მაღალ ტემპში ვერ თამაშობს კომბინაციურ ფეხბურთს (იბნევა) ასეთ გრიზმანს ბრაითვეიტი ჯობია ბევრად, სახელი არაფერს არ ნიშნავს ეს დამტკიცდა ძაან ბევრჯერ😉, რახან გრიზმანია იმას არ ნიშნავს რო სკამის ხეხვა არ ეკადრება, ამ ეტაპზე სერიოზულ თამაშებში ბრაიტვეიტს მეტის მოცემა შეუძლია და დააყენოს ჯობია
    [?]
    #4 5 ნოემბერი 2020 03:12
    9
    ზოგჯერ პრესინგს ვერ მიმართავ. ეს მთელი გუნდით უნდა გააკეთო. ამაზე უნდა ვისაუბროთ და ყველავერი გავაანალიზოთ.- მესისკენ მიმართული ფრაზა
    ფანი [?]
    #3 5 ნოემბერი 2020 03:07
    4
    შანსი არაა ესე მალე ვინმეს შედეგი დაედო მითუმეტეს ესეთ განახლებულ გუნდში...უბრალოდ კუმანის იდეა ხედვა ფილოსოფია და ზოგადა ფეხბურთი მე არ მომწონს ჯერ წყობა ეს ბარსოლონა ვერც 4 5 წლის მერე ითამაშებს ამ წყობით ლიდერი გუნდის ფეხბურთს...ცვლილებებში უდიდესი შეცდომა დაუშვა პიკეს დალანგლეს იმედზე დატოვება არ შეიძლება მითუმეტეს როდესაც მარჯვენა მცველიც არ გყავს და ესეთი პატარა ბიჭი მოგყავს გამოსაცდელად და შანსის მისაცემად ...დეპაი და ვაინალდუმი არ არიან ის ფეხბურთელები ბარსას როულიდერონ ვაინალდუმის დონის ეაკიტიჩიც იყო გუნდში და ვიდალზე აღარაფერს ვამბობ ვერაფერს შეცვლის ეგ ტრანსფერები დე პაი ტრამვაა ჩვეულებრივი აზრი არ აქ მოყვანას უბრალოდ ამ პედრისაც ზედმეტად ენდობა და კიდევ 10 რაღაცა დაუშავა გუნდსაც და თავის თავსაც პირადად კუმანმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 ნოემბერი 2020 02:54
    3
    მოგება მაინც მოგებაა.3ქულა ჩაგვეწერა აქტივში.მოუმატებს გუნდი თამაშიდან თამაშამდე.ახლა დროა ბეტისზე ვიფიქროთ.მოსაგები თამაშია უეჭველი.ვისკა ბარსა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 5 ნოემბერი 2020 02:42
    4
    ყოველი თამაშის მერე კი ამბობ რო უნდა მოუმატოთ, მაგრამ მომატების არაფერი არ გეტყობათ ჯერ...
    --------------------
    #infinit8iniesta