ტერ შტეგენი: ჩემთვის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო

ტერ შტეგენი: ჩემთვის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო

"ბარსელონას" კარის დარაჯმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიევის "დინამოს" დამარცხების (2-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან მინდოდა დაბრუნება და იმის კეთება, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით. შეხვედრის მეორე ნახევარში ზოგჯერ ვდომინირებდით, ზოგჯერ კი თამაშზე კონტროლს ვკარგავდით. მეტოქეს არაერთი შანსი ჰქონდა.

"დინამომ" მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შექმნა. ეს უნდა განვიხილოთ და რაღაცები გავაუმჯობესოთ.

კონტრაქტის გახანგრძლივება? ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია. ეს საკითხი მე და კლუბს გვეხებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ტერ შტეგენმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 5 ნოემბერი 2020 02:58
    2
    ბრავო შტეგო 👍 💪 🙏
    Culé [?]
    #2 5 ნოემბერი 2020 02:41
    5
    დაბრუნებაც ასეთი უნდა.ბრავო👍👍👍
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 5 ნოემბერი 2020 02:15
    7
    შტეგო დაბრუნდა!!