რიკი პუჩმა, შესაძლოა, კიევის "დინამოსთან" ითამაშოს
- 4-11-2020, 23:01
-
DaviD_ViLLa_7
- 2

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მიერ მივიწყებულმა ნიჭიერმა ნახევარმცველმა რიკი პუჩმა დღეს, შესაძლოა, თავის გამოჩენის შანსი მიიღოს.
ნიდერლანდელი სპეციალისტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი თაყვანისმცემელია, პუჩს ნამდვილად არ სწყალობს. 21 წლის ტალანტმა კუმანის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებში მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა.
ბარსელონაში მოღვაწე სპორტული ჟურნალისტის, მიკელ ბლასკესის ვარაუდით, რონალდ კუმანმა დღეს, შესაძლოა, პუჩს სათამაშო დრო მისცეს და ესპანელი შუახაზელი კიევის "დინამოსთან" შეხვედრაში რამდენიმე წუთით მოედანზე ვიხილოთ.
"ბარსელონასა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირება 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]