ვალვერდეს სუარესის გაყიდვა უნდოდა
- 4-11-2020, 21:07
-
DaviD_ViLLa_7
- 6

"ბარსელონამ" 33 წლის შემტევი ლუის სუარესი მიმდინარე წლის ზაფხულში გაუშვა, თუმცა, როგორც ირკვევა, ურუგვაელ ფეხბურთელს კატალონიური კლუბის დატოვება უფრო ადრე ემუქრებოდა.
კატალონიური betevé-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, სუარესს გაყიდვას 2018 წელს უპირებდნენ. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "რომასთან" დაპირისპირებაში ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, "ბლაუგრანას" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კლუბის მაშინდელ პრეზიდენტს ჟოზეპ მარია ბართომეუს ურუგვაელის გაყიდვა სთხოვა. ბართომეუმ ლუისის გაშვებაზე უარი განაცხადა, რადგან ეს ლიონელ მესის გააღიზიანებდა.
მას შემდეგ, თითქმის 2 წლის განმავლობაში, კატალონიურ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა. დღეისათვის "ბარსელონაში" აღარც ვალვერდე, აღარც სუარესი და აღარც ბართომეუ აღარ იმყოფება.
ლუის სუარესი გასულ ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა, მაგრამ ეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა, რადგან "ელ პისტოლეროს" "ბლაუგრანას" დატოვება არ უნდოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]