მაზინიო: პსჟ-ს ტიაგო უნდოდა და არა რაფინია
- 3-11-2020, 22:27
-
DaviD_ViLLa_7
- 3

წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი მაზინიო მისი შვილის, რაფინია ალკანტარას "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერის დეტალებს იხსენებს.
მაზინიო დასძენს, რომ ფრანგულ კლუბს, თავდაპირველად, არა რაფინიას, არამედ მისი მეორე შვილის, ტიაგო ალკანტარას შეძენა უნდოდა.
"პსჟ-ის დირექტორთან, ლეონარდოსთან, ვისაუბრე, თუმცა, მოლაპარაკებები ტიაგოზე გავმართეთ. მას ტიაგოს შეძენა უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელი "ლივერპულთან" უკვე შეთანხმებული იყო. შემდეგ ჩვენ რაიფინიაზე ვისაუბრეთ, მაგრამ იგი იმ დროს ლეონარდოს გეგმებში არ შედიოდა.
ცოტა ხნის შემდეგ ლეონარდომ აზრი შეიცვალა. ბოლო დღეს მოლაპარაკებებმა აქტიური სახე მიიღო. ორშაბათი იყო, როდესაც თავდაუზოგავად ვმუშაობდით იმაზე, რომ ორივე კლუბი დაგვერწმუნებინა.
შეშინებულები ვიყავით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5-6 საათით ადრე გარიგება დავდეთ. ლეონარდოს ტიაგო სურდა, მაგრამ მან რაფინია მიიღო. რაფა ასეთ კლუბში გადასვლაზე ოცნებობდა", - ციტირებს მაზინიოს სიტყვებს France Football.
"ბარსელონამ" რაფინია გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "პარი სენ-ჟერმენს" უფასოდ დაუთმო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]