As: ესპანეთის სუპერთასის გამართვის თარიღი ცნობილია

As: ესპანეთის სუპერთასის გამართვის თარიღი ცნობილია

მადრიდული As-ის ცნობით, ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში 13-16 იანვარს გაიმართება.

გამოცემა წერს, რომ პირველი ნახევარფინალური მატჩი 13 იანვარს ჩატარდება, მეორე 14 იანვარს, ფინალი კი 16 იანვარსაა დაგეგმილი.

გათამაშებაში მონაწილეობას, გასული წლის მსგავსად, ოთხი გუნდი მიიღებს: მადრიდის "რეალი" (ლა ლიგის ჩემპიონი), "ბარსელონა" (ლა ლიგის მეორეადგილოსანი), "ბილბაო" (კოპა დელ რეის ფინალისტი), "სოსიედადი" (კოპა დელ რეის ფინალისტი).

წესების თანახმად, ნახევარფინალში "რეალს" თასის ფინალისტი უნდა შეხვდეს, თუმცა ვინაიდან 2019/2020 წლების სეზონის კოპა დელ რეის ფინალი კვლავ არაა ჩატარებული, გუნდები წილისყრის მიხედვით დაწყვილდებიან.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას საუდის არაბეთთან სამწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც ორგანიზაციისთვის, ჯამში, 120 მილიონი ევროს შემოსავალს გულისხმობს. თანხის ნახევარი მონაწილე გუნდებს ეკუთვნით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 3 ნოემბერი 2020 19:19
    2
    ეჰჰ მგონი ამის მოგება უჩლს მოგებაზე მეტად გაგვიხარდება ცოტა ხანში((
    Culé [?]
    #3 3 ნოემბერი 2020 15:10
    5
    ნუ თითქოს არაფერია ეს ესპანეთის სუპერთასი, მაგრამ წელს უეჭველი უნდა მოვიგოთ. იანვრის შესვენება არის გარდამტეხი ყველა გუნდისთვის და მეორე წრის ტიტულით დაწყება უეჭველი გვჭირდება, კუმანსაც მოხოდავს და გუნდიც უფრო კაი ხასიათზე დადგება, უფრო თავდაჯერებულებიც იქნებიან.
    Culé [?]
    #2 3 ნოემბერი 2020 13:34
    3
    კოპას ფინალს აღარ ატარებენ?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 ნოემბერი 2020 13:31
    11
    აქაც რო გვათრიოს რეალმა ძაან სირცხვილი იქნება და მაგის შანსი დიდია